ანჩელოტი:„ასეთ საქციელს ვერავის ვაპატიებ“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაფიქსირებული საოცარი „ქამბექის“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 2-0 წავაგეთ და ჩვენი შანსები მინიმალური იყო, გუნდმა იპოვა ძალა და ხასიათი იმისთვის, რომ ბოლომდე ებრძოდა. როგორც სჩანს, მოთამაშეები დაბრუნდნენ და მენტალურად გაძლიერდნენ. ჩვენთვის ეს დიდი მუხტია, რომელიც მომდევნო დაპირისპირებებში უნდა გამოგვადგეს.“

„რეინასთან მცირე შეკამათება მქონდა, მას კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.“

„როდრიგო შევცვალე, რადგან ვფიქრობდი, რომ შეტევაში სიახლე იყო საჭირო. ბრაზილიელის უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა მას მკაცრად ვუთხარი, რომ მოედნიდან გამოსვლის დროს ხელი უნდა ჩამომართვას. როგორც სჩანს, მას დაავიწყდა, მაგრამ არაუშავს. მოთამაშეებმა იციან, რომ ასეთ რამეს ვერავის ვაპატიებ.“

„კამავინგას სრული ჩართულობა ჰქონდა, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში. ფრანგი მოთამაშის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“

„ვინისიუსს ძალიან ბევრს ურტყავდნენ, ეს არ არის კარგი საქციელი. ბრაზილიელის რეაქციები ადეკვატური იყო.“

„ეს გუნდი არასდროს ნებდება. „რეალში“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ყოველთვის იარსებებს. ფაქტია, რომ საოცარი მეორე ნახევარი გამოვიდა, რომლის მთავარი შემოქმედებიც დანი სებალიოსი და მარკო ასენსიო იყვნენ. მათ შეცვალეს თამაშის დინამიკა.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2023
  • 4274
  • 2

1

20 იანვარი 2023 13:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 275
ვინისიუსს ძალიან ბევრს ურტყავდნენ


ირტყამდნენ

2

20 იანვარი 2023 15:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლაწირაკი როდრიგო. გუნდის პატივისცემა უნდა ისწავლოს ბებერს ხელი რავარჩამოართვა თავში აუვარდათ ამ ბრაზილიელებს ნამეტანი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)