ლუნინი ანჩელოტის გადაწყვეტილებით განცვიფრებულია

„კოპა დელ რეის“ მერვედფინალში „რეალის“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება.


ესპანურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ „ლა სერამიკაზე“ მადრიდელთა კარს ლუნინი დაიცავდა, თუმცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობის მეკარედ ისევ კურტუა დაასახელა.

Relevo-ს ცნობით, უკრაინელი ფეხბურთელი განცვიფრებულია მწვრთნელის გადაწყვეტილებით და პლიუს იმით, რომ უთამაშებლობის შესახებ არა უშუალოდ დამრიგებლისგან, არამედ ჟურნალისტის კითხვის შემდეგ გაიგო. ანდრეის აზრით, „ყვითლების“ წინააღმდეგ თამაშს იმსახურებდა, ვინაიდან კარგ ფორმაშია.

ტურნირის წინა ტურში „კასერენიოს“ წინააღმდეგ, სწორედ ლუნინი გაისარჯა. მიმდინარე სეზონში მან 7-ჯერ იასპარეზა ძირითად თერთმეტეულში (4 გაშვებული გოლი და 3 შემთხვევაში მშრალად შენახული კარი) - ოქტომრის თვეში ტრავმირებული ბელგიელის შეცვლა უწევდა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მეორე კიპერმა უარი თქვა „აიაქსში“ გადასვლაზე, თუმცა ზაფხულში კარგად დაფიქრდება, უღირს თუ არა „რეალში“ დარჩენა.

ლუნინის შესაძლებლობებით დიდად დაინტერესებულნი არიან, როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ბუნდეს ლიგაში.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)