ანჩელოტი: „ამ ფეხბურთელს უსამართლოდ მოვექეცი“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.


„ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ ეს არის ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ განწყობა გავიუმჯობესოთ და საკუთარი ძალები ვირწმუნოთ.“

„ტიბო და კარიმ ბენზემა „ლა სერამიკაზე“ იასპარეზებენ.“

„ტრავმები პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ ეს არ არის გამამართლებელი მიზეზი. ვიცოდით, რომ იანვრის თვე მარტივი არ იქნებოდა, ეს განჭვრეტადი იყო, თუმცა ვმუშაობთ სიტუაციის დასაძლევად. ვიღაცები აღნიშნავენ, „რეალი“ დაეცა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და იმედია ხვალ მოხდება ეს. მიუხედავად ყველაფრისა, გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.“

„„ციკლის დასასრული? აქ არიან მოთამაშეები, რომლებიც კარიერის ბოლო წლებს ატარებენ, მათ მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი გუნდის წარმატებაში, მაგრამ თქვენ უნდა ისაუბროთ ისეთ ახალგაზრდებზე, როგორებიც არიან: ვინისიუსი, როდრიგო, კამავინგას, ჩუამენი და სხვები. საქმე გვაქვს ციკლის დასაწყისთან და არა პირიქით.“

„მოდრიჩის მდგომარეობა ოპტიმალური არ არის, მან მუნდიალზე უდიდესი დატვირთვა მიიღო, თუმცა მალე დაიბრუნებს საუკეთესო დონეს. რაც შეეხება კროოსს, ის კარგად გამოიყურება.“

„კამავინგას შეცვლა „ვალენსიასთან“? ეს იმიტომ მოხდა, რომ ფრანგს წითელი ბარათი არ მიეღო, ხოლო „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში მისი მოედნიდან გაყვანა შეტევის გაძლიერებას უკავშირდებოდა. ედუარდო არა ერთხელ გავიყვანე მოედნიდან შესვენების დროს და ეს შესაძლებელია მცირე უსამართლობაც იყოს მის მიმართ. რაც მთავარია, ფრანგი სრული ნდობით სარგებლობს და ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობების.“

„ნაჩო მრავალფეროვანი ფეხბურთელია. „ვალენსიას“ წინააღმდე ნაყოფიერად გიასარჯა მარცხენა ფრთაზე. უკანა ხაზში ყურადღებით გვმართებს თამაში. ბოლო მატჩებში 5 ისეთი გოლი გავუშვით, რომლის არიდებაც შეგვეძლო.“

„წინა წლის იანვარშიც გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ წარმატებით დავძლიეთ. ვიმედოვნებ, ახლაც ანალოგიურად განვითარდება მოვლენები.“

„კროოსი ჩუამენის შემცვლელად? ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. ვფიქრობ, იქნება მატჩები, როდესაც გაცილებით ძალისმიერ მოთამაშეზე გავაკეთებთ არჩევანს. მაგალითად, კამავინგაზე.“

„„რეალში“ დიდ ყურადღებას აქცევენ აკადემიას. ყველა სეზონს აქვს თავისი მომენტი. პერიოდულად მიეცამათ შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებსაც.“

„ვინისიუს ტობიაში განაცხადში იქნება. არ არის გამორიცხული, სათამაშო წუთებიც მიიღოს. კარვახალი და ლუკასი ტრავმირებულნი არიან, ხოლო ოდრიოსოლა დაბრუნდა.“

„ჩვენ ვცდილობთ სიმშვიდის შენარჩუნებას. ბრძოლას ყველა ტურნირზე გავაგრძელებთ. დიდებული შემადგენლობა გვყავს.“
dle 10.1


1

18 იანვარი 2023 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
შეეშვით ამ კოპას, არასდროს იბრძოდა მაინც რეალის ამ ტიტულისთვის. ჯობია ლა ლიგაზე გადავერთოთ.

2

18 იანვარი 2023 17:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ტობიასი სასტარტოში არ იქნება ანუ როგორც გავიგე

3

18 იანვარი 2023 17:23

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Batumski
ტობიასი სასტარტოში არ იქნება ანუ როგორც გავიგე


პირდაპირ სასტარტოში ვინ დასვამს ტო. ))) დებიუტიც არ ქონია ჯერ.. ალბათ 15-20 წუთს ათამაშებს
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)