კურტუა:„„რეალმა“ პირველივე წუთებიდან საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს“

ტიბო კურტუამ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებას და გოლის გატანას. ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი მოლოდინი აქვთ ქომაგებს, სწორედ ამიტომ ვალდებულნი ვართ, მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ. მახსოვს შარშან არენაზე თეთრი მაისურების სიჭარბე იყო.“

„წელზე პრობლემებ მქონდა, ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ იდეალური გამოსავალი ვიპოვეთ და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მზად ვარ ბოლომდე დასახარჯად და გუნდის დასახმარებლად.“

„მუნდიალზე ფეხბურთელებმა დიდი ენერგია დახარჯეს, ხოლო ვინც კლუბში დარჩა მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება. მე ვთვლი, რომ ძალიან მალე ოპტიმალურ კონდიციაში ვიქნებით.“

„ტრავმები? ძალიან სამწუხაროა, რომ დავიდ ალაბა და ორელიან ჩუამენი ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან, მაგრამ კოლექტივში არსებობს შესაბამისი რესურსი.“

„საუდის არაბეთში სამეფო კლუბს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში.“

„ბოლოდროინდელი მოვლენები კარგად აჩვენებს, რომ საუდის არაბეთში ფეხბურთი ვითარდება. კრიშტიანო რონალდუს აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. „ალ ნასრის“ შემადგენლობა პორტუგალიელმა ძალიან გააძლიერა.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 იანვარი 2023
  • 439
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)