ანჩელოტი:„„რეალი“ ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ გვსურს, რომ ესპანეთს ტიტულით დავუბრუნდეთ. ესპანეთის სუპერთასს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ამ სეზონშიც ანალოგიური შემართებით ვართ და გვჯერა, რომ გამარჯვებებს შევძლებთ.“

„ვიცით, რომ ხარისხი გასაუმჯობესებელია. „ვილიარეალთან“ დაპირისპირებამ დაცვაში დიდი პრობლემები დაგვანახა. ჩვენ ჩვენს თავს არ ვგავდით და ვთვლი, რომ ბევრი უნდა ვიმუშავოთ.“

„მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. ეს გარკვეულწილად კანონზომიერია, მაგრამ მოდუნების დრო არ გვაქვს.“

„ის, რაც „ვილიარეალთან“ სასტარტო შემადგენლობაში დაფიქსირდა ალბათ ბევრისთვის საკვირველია, მაგრამ „რეალში“ ესპანელი მოთამაშეები ნამდვილად ასპარეზობენ, ასევე უნდა აღინიშნოს კასტილიაში მოთამაშე რამდენიმე ადგილობრივი, რომელსაც მთავარ გუნდში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს.“

„გატუზოსთან ერთად „მილანის“ რიგებში ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე. იტალიელთან გარკვეული უთანხმოება მქონდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.“

„ყველა ტიტულის მოგება? რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ეს არის.“

„თუ ფინალში „ბარსელონასთან“ შევხვდებით, ჩვენ გამოწვევის მისაღებად მზად ვართ. მე ნებისმიერი ბრძოლისთვის უნდა მოვამზადო კოლექტივი.“

„ტრავმები? როგორც ჩუამენი, ასევე ალაბა უდიდეს დანაკლისს ქმნიან.“

„„მილანის“ ლეგენდარული გუნდიდან მწვრთნელობას არაერთმა მიჰყო ხელი, მათ შორის არიან გატუზო, პირლო, ზეედორფი და ნესტა. მათ წარმატებებს ვუსურვებ.“

„პენალტებზე ბევრს არ ვვარჯიშობთ, რადგან ვთვლი, რომ კონკრეტულ დაპირისპირებაში მენტალურად ძლიერი და იმ მომენტისთვის მზადმყოფი ფეხბურთელების შერჩევაა საჭირო.“

„დიახ, ქომაგები ახლა შორს არიან, მაგრამ რიადში ბრწყინვალე ატმოსფეროა და ჩვენ გამარჯვებისთვის მზად ვართ.“

„რონალდუ „რეალისთვის“ ეპოქალური შენაძენი იყო, მას ახალ კლუბში დიდ წარმატებებს ვუსურვებ, ისევე როგორც ბეილს, რომელმაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. უელსელმა ძალიან დიდი ისტორია დაწერა.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2023
  • 2843
  • 1

1

12 იანვარი 2023 08:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
კარლო ჩემოდანი ჩაალაგე და ადგილი ზიზუს დაუთმე,შენ უკვე ამოწურე შენი თავი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)