მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...


იქედან გამომდინარე, რომ გარეთ ბეილმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მადრიდის „რეალს“ სურს გამოხატოს საკუთარი პატივისცემა, აღტაცება და სიყვარული არამხოლოდ „ბლანკოსის“, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მიმართ, რომელმაც დიდი ეპოქა შექმნა.

გარეთ ბეილი „მერენგების“ რიგებს 2013 წელს შეუერთდა და 9 წლის განმავლობაში იდგა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე, მის ანგარიშზე 19 ტიტულია, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და სხვა თასები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში უელსელმა საოცარი თამაშის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბეილის ფიგურა სამუდამოდ იქნება დაკავშირებული მადრიდული გრანდის ისტორიასთან, არასდროს მიეცემა დავიწყებას გარეთის გოლები ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, „ლა კოპას“ ფინალში საოცარი გარბენის შემდეგ და ისეთ მნიშვნელოვან მატჩებში, როგორიც ჩემპიონთა ლიგის Play off-ებში იქნა გამართული.

„რეალი“ წარმატებებს უსურვებს გარეთს და მის ოჯახს ცხოვრების ახალ ეტაპზე. dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2023
  • 4010
  • 1

1

10 იანვარი 2023 11:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
ყოჩაღ რეალს,რომ მაინც დააფასა,თუნდაც სიტყვით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)