„ვალენსიას“ უსახური სერია სუპერ თასის წინ

როგორც იცით, 11 იანვარს, საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერ თასი აიღებს სტარტს.


ნახევარფინალურ სტადიაზე სამეფო კლუბი „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ „ბეტისს.“

აღსანიშნავია, რომ ჯენარო გატუზოს გუნდს არცთუ ისე სახარბიელო პერიოდში მოუწევს მოქმედ ჩემპიონთან შერკინება. უკანასკნელი 8 ოფიციალური თამაშიდან, „ღამურებმა“ მხოლოდ 1 მოიგეს, 4 წააგეს და 3-ჯერ ფრე დააფიქსირეს. ისინი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებენ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან გასავარდნ ზონას.

ამასთანავე, პრიმერა დივიზიონის განახლების შემდეგ, ვალენსიელებმა ჯერ „ვილიარეალთან“ იწვნიეს მარცხი, შემდეგ კი „კადისთან.“

იტალიელი დამრიგებლის განკარგულებაში არ იქნებიან ნიკო გონსალესი და სამუ კასტილიეხო. ამ უკანასკნელმა ტრავმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, 2 თვეს გამოტოვებს.

სუპერ თასის ფინალი 15 იანვარს არის ჩანიშნული. dle 10.1


1

9 იანვარი 2023 18:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9055
ვალენსია 11 ზეა რა გავარდნა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)