გვარდიოლს „რეალის“ უშუალო კონკურენტები დაუკავშირდნენ

ესპანური გამოცემების ცნობით, იოსკო გვარდიოლის დამატებით არამხოლოდ არაესპანური კლუბები, არამედ კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ არიან დაინტერესებულები...


აღნიშნული გარემოება სამეფო კლუბის გეგმებში საერთოდ არ შედის. 2 კვირის წინ გვარდიოლისთვის ბრძოლაში „რეალი“ მოწინავე პოზიციაზე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხორვატმა ფეხბურთელმა გარანტიები მოითხოვა, „ბლანკოსმა“ უკან დაიხია, ვინაიდან დაცვის ცენტრში ამ ეტაპზე რუდიგერი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო და ვალიეხო ჰყავს.

როგორც სჩანს, ჩავის „ბარსელონა“ გვარდიოლს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევს, ისევე როგორც დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“, რომელსაც ზაფხულში სერიოზული ცვლილებები აქვს დაანონსებული.

„ბარსელონა“ გვარდიოლში 80 მილიონს ვერ გადაიხდის, მაგრამ კლუბი მზაობას გამოთქვამს, პირველ ეტაპზე 40 მილიონამდე გამოყოს, დანარჩენი თანხა კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფაროს.

მადრიდული გამოცემები კი თვლიან, რომ პერესს კონკურენტების აქტიურობა გააბრაზებს და ხორვატის მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს. dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2023
  • 665
  • 4

1

8 იანვარი 2023 00:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
რაც მთავარია გვარდიოლს რეალი უნდა

2

8 იანვარი 2023 00:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ციტატა: Karim benzema
რაც მთავარია გვარდიოლს რეალი უნდა

ლივერპულის საიტზე წერენ ლივერპული უნდაო. ბარსელონას ინტერესზე საერთოდ არაფერი გამიგია. ამ გაზეთების დაჯერება არ შეიძლება.

3

8 იანვარი 2023 01:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ციტატა: Andre1
ციტატა: Karim benzema
რაც მთავარია გვარდიოლს რეალი უნდა

ლივერპულის საიტზე წერენ ლივერპული უნდაო. ბარსელონას ინტერესზე საერთოდ არაფერი გამიგია. ამ გაზეთების დაჯერება არ შეიძლება.

რავიცი რავიცი , მარტო ფაბრიციოს უნდა ენდო კაცი

4

9 იანვარი 2023 10:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
გვარდიოლი ის არ არის, 35 წლის მესიმ რო ათრია ნიღბიანად? მაგარი მცველია, მაგის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მიდი პერეს არცერთი ესპანელი არ დატოვო გუნდში, მსოფლიო ნაკრებად აქციე რეალი. ესპანელებს კი უხარიათ რო მათი "გალაკტიკოსი" ესპანური ფეხბურთის მეფეა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)