ანჩელოტი:„თუ „ბარსასთან“ ბრძოლა გვსურს, ეს არ უნდა გავაკეთოთ“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ის, რაც მოხდა ძალიან დასანანია. დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და სეტიენის გუნდი კონტრ-შეტევაზე სიტუაციას ამწვავებდა.“

„ხელი ხელია, შესაბამისად თერთმეტმეტრიანები დასანიშნი იყო, როგორც ჩვენს, ასევე „ვილიარეალის“ კარში.“

„ძალიან ვწუხვართ, რომ „სერამიკაზე“ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ახლა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას უნდა დაველოდოთ. ამ მატჩის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ჩავის გუნდთან ბრძოლა გვსურს, ასე არ უნდა ვიასპარეზოთ. არცერთი რგოლი არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე.“

„უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გვაჯობეს და ჩვენზე გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.“

„ფიზიკური პრობლემები არ გვაქვს. ამ ესპექტში მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელი თანაბარ დონეზე იქნება მზად.“

„ვასკესი დაღლილი იყო, სწორედ ამიტომ მარჯვენა ფლანგი მილიტაომ დაიკავა. მეორე ტაიმში ლუკასი დავიმატეთ და მილიტაო ცენტრში შეიწია. ვფიქრობ, თამაშის წაგება ამ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.“

„როდესაც მეტოქე გამარჯვებას იმსახურებს, უნდა მიხვიდე და მიულოცე. ვერაფერს ვიტყვი. დღეს უკეთესი გუნდი „ვილიარეალი“ იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 იანვარი 2023
  • 2681
  • 1

1

7 იანვარი 2023 21:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
მადლობა მაინც იმას რომ ამბობ ცუდად ვითამაშეთო

ფაქტია ტრანსფერები გვინდა ჯანდაბას ამ სეზონს გადავაგორებ რამენა
ირად იმდენი სიხარული მაჩუქა ამ კლუბმა ამ სეზონს გადავიტან იმ შემთხვევაში თუ ზაფხულს ტრანსფერები დაიდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)