ანჩელოტი:„მისი „რეალიდან“ წასვლა სავსებით შესაძლებელია“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაპირისპირებას პრესკონფერენცია მიუძღვნა...


„მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა ფეხბურთელი იდეალურ კონდიციაში არ იმყოფება, მაგრამ მიხარია, რომ გუნდის ძირითად ბირთვს საბრძოლო განწყობა აქვს და ჩვენ მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ.“

„ვიალის გარდაცვალებამ გული დამწყვიტა. ის კარგი მეგობარი და კოლეგა იყო. სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ფეხბურთს მსგავსი დონის ფიგურა გამოაკლდა.“

„მე მყავს კარგად კონცენტრირებული გუნდი, რომელიც „ლა სერამიკაზე“ 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ვიცით, რომ მხიარული თამაში იქნება. „ვილიარეალს“ არ უყვარს დაცვაში თამაში.“

„თამაში ყველას სურს, მაგრამ წუთების ნაკლებობის გამო არავინ წუწუნებს. მე ვფიქრობ, რომ გუნდი მზად არის, გამარჯვებების მოსაპოვებლად. არავინ მოსულა ჩემს კაბინეტში და უთქვამს, რომ წასვლაზე ფიქრობს.“

„კიკე სეტიენს ესთეტიკა უყვარს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვების დასაფიქსირებლად.“

„გუარდიოლა დიდი მწვრთნელია. მე ვერ გავუკეთებ შეფასებას განცხადებებს, რომელსაც ის აკეთებს. ფაქტია, რომ პეპმა ფეხბურთს ბევრი მისცა.“

„ბედნიერი ვარ და ძალიან გამიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელობის საშუალება მომეცა.“

„ვინც მუნდიალზე ითამაშა, ტემპი არ დაუკარგავს, ხოლო ვინც ნოემბრის დასაწყისში გაჩერდა და აღარ უთამაშია, მეტი მზადება სჭირდება ოპტიმალურ კონდიციამდე მისასვლელად. ვფიქრობ, გუნდი კარგად მუშაობს და მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს.“

„„ვილიარეალთან“ დაპირისპირება არ ეხება სუპერთასის მომდევნო პაექრობას. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ოპტიმალური შემადგენლობა გმაოვიყენოთ, სუპერთასზე ფიქრს კი ამის შემდეგ დავიწყებთ.“

„კროოსის წასვლა? არსებობს საშიშროება იმისა, რომ „რეალი“ მეგა ვარსკვლავმა დატოვოს. რატომ? იმიტომ, რომ ახალი კონტრაქტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გერმანელის დარჩენას მივესალმები.“

„როდრიგო ყოველთვის განსხვავებულია, მისი თამაში ძალიან მომწონს და მივიჩნევ, რომ მუდმივად სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად უნდა განიხილებოდეს. ის ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს.“

„კამავინგა და ჩუამენი სპეციალურ ვარჯიშებს არ საჭიროებენ, ვინაიდან 18 დეკემბრის ჩათვლით საქმეში იყვნენ. ფრანგებს 100%-იანი დატვირთვის მიღება შეუძლიათ.“

„ესპანეთის სუპერთასი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ 2023 წლის ტიტულით დაწყებას ვაპირებთ, ამისთვის კი გამარჯვებები გვმართებს.“

„ბელინგემი? ვფიქრობ, ნახევარდაცვაში ძალიან დიდი თაობა იზრდება. ჯუდი ძალიან ნიჭიერია, ისევე როგორც გავი, პედრი, ენცო ფერნანდესი და ასე შემდეგ. ჩვენ ფედერიკო ვალვერდეს, კამავინგას და ჩუამენის სახით ბრწყინვალე ახალგაზრდები გვყავს. ბელინგემის ტრანსფერი? მოდით, ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ“ dle 10.1

  • Hala
  • 6 იანვარი 2023
  • 1721
  • 1

1

7 იანვარი 2023 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 233
ციტატა: I N I E S T A 8
რაის გავი და პედრი ანჩელოტი რა გესმის შენ ფეხბურთის.

Samagierod esmoda luis enrikes qec chauded xaxazhic da glotkashi marokoelebebma

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)