ანჩელოტი დაცვის ხაზში ცვლილებებს გეგმავს - ალაბა უარზეა

მიმდინარე ფორმაციის „რეალში“ დაცვის ხაზი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.


მილიტაოსა და ალაბას ტანდემს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა განვლილი სეზონის ტრიუმფში, ზაფხულში, ანტონიო რუდიგერიც დაემატა. გერმანელმა მოთამაშემ „ჩელსისა“ და ეროვნული ნაკრების რიგებში ბევრჯერ დაამტკიცა, თუ რა შესაძლებლობების მატარებელია.

არსებული მომენტისათვის, საქმეში ყველაზე მეტი დრო ავსტრიელმა გაატარა - 1716 წუთი. აღნიშნულ კომპონენტში მეორე ადგილს იკავებს ბრაზილიელი (1346 წ.), ხოლო მესამეს, შესაბამისად, რუდიგერი (1135), თუმცა ამ უკანასკნელს, მეტწილად, სათადარიგონდ უწევს შეხვედრის მიმდინარეობაში ჩართვა, ან ტრავმირებული თანაგუნდელის შეცვლა. ერთი სიტყვით, ტონი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება.

ანჩელოტისა და მისი ვაჟის სურვილია, რუდიგერი უფრო მეტად დატვირთონ და ამისათვის, გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ. კერძოდ, კურტუას წინ, ის სწორედ მილიტაოს უნდა შეუწყვილდეს, ხოლო დავიდმა მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლოს, სადაც გაატარა კარიერის დიდი ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენების ამგვარი განვითარებით უკმაყოფილი იქნება ალაბა. მან მწვრთნელს უკვე განუცხადა, რომ ე.წ. CB-ის პოზიციაზე გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა იტალიელ დამრიგებელზე იქნება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)