სეტიენი „რეალის“ ფეხბურთელზე: „მისით აღფრთოვანებული ვარ“

„ვილიარეალის“ დამრიგებელმა კიკე სეტიენმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.


„ჩვენ განსაკუთრებულ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, რომლებიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და სწორედ ამიტომაც ირიცხებიან „რეალის“ რიგებში.“

„მადრიდელებს ყველა პოზიციაზე შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. მოდრიჩი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მინდა რომ ვიყო. ის ფეხბურთს დიდებულად კითხულობს და არა ერთი უნიკაური თვისება აქვს. მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის ბრწყინვალედ თამაშობს.“

„მათ ასევე ჰყავთ ექსტრაორდინალური კროოსი და კიდეც რამდენიმე ახალგაზრდა დაიმატეს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხითა და ფიზიკური კონდიციებით.“

„მოდრიჩი ერთი ნაბიჯით წინ არის ყველაზე. ხორვატმა წინასწარ იცის, თუ რა უნდა მოხდეს. სანამ ბურთი მასთან მივა, უკვე წარმოდგენა აქვს ფეხბურთელების გადაადგილების შესახებ.“

„მსგავსი თვისება სრულყოფილებაში მოდის დროსთან ერთად, მაგრამ, ვფიქრობ, მოდრიჩის შემთხვევაში თანდაყოლილ ნიჭთან გვაქვს საქმე.“

„მოდრიჩის ბურთაობით აღფრთოვანებული ვარ და სიამოვნებას მანიჭებს მისი ცქერა.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)