კროოსმა სერხიო რამოსის მაგალითი უნდა გაითვალისწინოს

ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო და საკონტრაქტი საკითხებში პირდაპირ მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, როდესაც საქმე ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელებთან აქვს...


პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კროოსთან მოლაპარაკებები პირადად აწარმოოს, რადგან აფასებს იმ ღვაწლს, რომელიც გერმანელ ფეხბურთელს კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ აქვს. სწორედ ამიტომ, ფლორენტინო ლეგენდარულ ფეხბურთელს თავად შეხვდება და კონტრაქტის განახლებაზე გაესაუბრება.

ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ ეს შეხვედრა ტონისთვის ნიშანი უნდა იყოს. პერესი მსგავს ნაბიჯებს ბევრჯერ არ დგამს. ამის მაგალითი სერხიო რამოსია, რომელსაც ფლორენტინო ასევე პირადად შეხვდა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სთხოვა. მაშინ რამოსი უარზე იყო, საბოლოოდ კი დარჩენა გადაწყვიტა და „ბლანკოსს“ აცნობა, თუმცა პასუხი შემდეგნაირი გახლდათ - „უკვე გვიანია“. ამით „რეალმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ კლუბზე მაღლა არავინ დგას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტონიმ საკუთარი გადაწყვეტილება სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას დროულად უნდა აცნობოს, სხვა შემთხვევაში კი ურთიერთობა შესაძლოა იმაზე ცუდად დასრულდეს, ვიდრე ეს მადრიდისტებს წარმოუდგენიათ. dle 10.1

  • Hala
  • 5 იანვარი 2023
  • 945
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)