მადრიდის რეალის შენაძენები პერესის მეორედ მოსვლიდან დღემდე

ფლორენტინო პერესმა მსოფლიოს ყურადრება იმით მიიპყრო,რომ მან ერთი-მეორის მიყოლებით გუნდში მსოფლიოში უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელები მიიყვანა


ფლორენტინო პერესი რეალში 2009 წელს მივიდა.მანამდე ის უკვე ერთხელ იყო რეალის პრეზიდენტი და მან იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გადაიყვანა სამეფო კლუბში: რონალდო, ბექემი, ზიდანი და ფიგუ.

ალბათ არავის არ ეგონა,რომ კრისტიანო რონალდო ოდესმე დატოვებდა მანიუს,მაგრამ პერესმა ეს შეძლო.ასევეა კაკას შემთხვევაშიც."როსონერის" სული და გული პერესის პირველივე შემოთავაზებაზე დათანხმდა. მან ასევე გუნდში მიიყვანა ხაბი ალონსო და ბენზემა,და ალბათ რეალში მათ გადასვლასაც თუ ძნელად ივარაუდებდა ვინმე. ფლორენტინო ძალიან მოწადინებული გახლდათ მესის შეძენაზე,მაგრამ კატალონიურმა კლუბმა მას იმხელა ფასი დაადო,რეალი კია არა ბილ გეითსაც გაუჭირდებოდა მისი ყიდვა. ამ ზაფხულს პერესს რიბერის,ჟერარდის,მაიკონის და ტიაგო სილვას შეძენაც სურდა,მაგრამ ამაოდ. 63 წლის ფლორენტინომ გუნდს ასევე შემატა ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები:ანხელ დი მარია,სერხიო კანალესი,პედრო ლეონი და სამი ხედირა. ალბათ მისი უმთავრესი შენაძენი ჟოზე მაურინიოა,რომელიც ამ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში სამეფო კლუბს.

პერესმა წინა სატრანსფერო ფანჯარასთან შედარებით ნაკლები ფული დახარჯა:გასულ წელს - 250 მილიონი,ხოლო წელს კი - 60 მილიონამდე. ამას გარდა მას გუნდიდან ბევრი ფეხბურთელის გაშვება მოუწია.ალბათ მათ შორის უმთავრესი რაული და გუტია.ალბათ წარმოუდგენელი იყო,რომ რეალის ეს ორი ლეგენდა როდესმე სხვა გუნდის მაისურით ითამაშებდა.

აქ არის ყველა ის ფეხბურთელი,რომელიც პერესმა რეალში მეორედ მოსვლის დროს შეიძინა:

კრისტიანო რონალდო მანჩესტერიდან 94 მილიონად 2009 წელს
კაკა მილანიდან 66 მილიონად 2009 წელს
ხაბი ალონსო ლივერპულიდან 35.4 მილიონად 2009 წელს
კარიმ ბენზემა ლიონიდან 35 მილიონად 2009 წელს
ანხელ დი მარია ბენფიკადან 25 მილიონად 2010 წელს
რაულ ალბიოლი ვალენსიადან 15 მილიონად 2009 წელს
სამი ხედირა შტუტგარტიდან 14 მილიონად 2010 წელს
პედრო ლეონი ხეტაფედან 10 მილიონად 2010 წელს
რიკარდო კარვალიო ჩელსიდან 8 მილიონად 2010 წელს
ალვარო ნეგრედო ალმერიადან 5 მილიონად 2009 წელს
სერხიო კანალესი რასინგიდან 4.5 მილიონად 2010 წელს
ესტებან გრანერო ხეტაფედან 4 მილიონად 2009 წელს
ალვარო არბელოა ლივერპულიდან 4 მილიონად 2009 წელს

სულ პერესმა ამ ტრანსფერებისთვის 319,9 მილიონი დახარჯა.და როგორც თავად აცხადებს მომავალში კიდევ უფრო გაგვაკვირვებს ტრანსფერებით.


ინფორმაციის წყარო: goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)