ანჩელოტი: „ის უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მუნდიალის დაწყებამდე“

კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდი კარგ განწყობაზეა და დიდი ენთუზიაზმითაა ავსებული. ბენზემა უკვე მწყობრშია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მარიანოს გარდა, ყველა მწყობრშია.“

„კარიმი თავს მშვენივრად გრძნობს. მან 30 წუთი იასპარეზა პირველ ამხანაგურში, ხოლო 45 მეორეში. ის უკმაყოფილო იყო, ვინაიდან „ლეგანესის“ წინააღმდეგ ცოტა სათამაშო დრო მიიღო.“

„ახლა რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მუნდიალის შემდეგ. ჩვენ საკმაოდ რთული კალენდარი გველოდება წინ. ფაქტობრივად, მარტამდე ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს ასპარეზობა. თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. მოდრიჩი, ჩუამენი და კამავინგა მზადყოფნაში არიან, მაგრამ მათ დასვენება სჭირდებათ.“

„ვფიქრობ, აზარი უკეთესი ფორმაშია, ვიდრე მსოლფიოს ჩემპიონატის დაწყებამდე. შეხვედრების სიმვრალიდან გამომდინარე, ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.“

„ბრაზილიიდან არავინ დამკავშირვებია. თუ არის ჩემდამი ინტერესი, ამას ვაფასებ. უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჩემს გეგმებში არ შედის მადრიდის დატოვება.“

„ვნახოთ, რა მოხდება ასენსიოსა და სებალიოსის კონტრაქტებთან დაკავშირებით. მე ორივეს ვენდობი და დარწმუნებული ვარ ბოლომდე დაიხარჯებიან.“

„მესიმ ძალიან კარგად ითამაშა, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ რთულია იმის თქმა, არის თუ არა ისტორიაში საუკეთესო. ყოველი ეპოქა განსხვავდება ერთმანეთისგან და თითოეულში მოიძებნება მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ისეთი ლეგენდების პაექრობა მინახავს, როგორებიც არიან მარადონა, კრუიფი და ა.შ. ამასთანავე, ჩემს შემადგენლობაშიც მყავს „ოქროს ბურთის“ მფლობელი შეგირდები.“

„ენდრიკს წინა წელს შევხვდი და მცირე კომუნიკაციაც შედგა ჩვენს შორის. მოხარული ვარ მისი ტრანსფერით. დიდებულ ტალანტთან გვაქვს საქმე.“

„კარის მშრალად შენახვა მხოლოდ კურტუას პრობლემა არ არის. ეს დაცვითი ხაზის პასუხისმგებლობაცაა. მიმდინარე სეზონში უარესად ვასპარეზობთ უკან, ვიდრე განვლილში.“

„მე ვერ ჩავერევი საფრანგეთის ნაკრების გადაწყვეტილებაში. მათ კარიმს კატარის დატოვების საშუალება მისცეს, ვინაიდან იმ მომენტში ტრავმა აწუხებდა. ბენზემა მეტად მოტივირებულია და დიდ დახმარებას გაგვიწევს სეზონის მეორე ნახევარში.“

„ტიკი-ტაკა არ მომკვდარა, ის ფეხბურთის შემადგენელ ნაწილად რჩება. ბურთის ფლობა ნიშანდობლივია, თუმცა თავდაცვაც და კონტრ-შეტევაც მნიშვნელოვანი კომპონენტებია.“

„ზამთრის ფანჯარაზე არავის შევიძენთ, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ვინ დაგვტოვებს? ვერ გეტყვით. შესაძლებელია, მწირი სათამაშო დროის მქონე მოთამაშეები ფიქრობდნენ ამაზე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)