ენდრიკი:,,მადრიდში ვინის და რონალდუს გამო გადმოვედი"

ენდრიკ ფელიპემ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა....


„რატომ ავირჩიე „რეალი“? მე ეს გადაწყვეტილება ვინისიუს ჟუნიორის და კრიშტიანო რონალდუს გამო მივიღე. ეს უკანასკნელი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო, ჟუნიორმა კი კარგად მიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა განვითარდე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ამისთვის მადლობა მას.“

„მიწაზე დავდივარ და ფეხებს კარგად ვგრძნობ, ჯერ არაფერი მომიგია და ვიცი, რომ ცხოვრება გამოწვევებით სავსე იქნება. დიდი მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ დღეს ასეთი ბედნიერი ვარ და მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეკუთვნი. 2024 წლიდან მადრიდში გადავბარგდები. ჩემთვის იქ თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება. მჯერა, რომ ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებ.“

„ვინისიუსის საუბრები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემმა თანამემამულემ და უფროსმა მეგობარმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ბლანკოსის“ შესახებ ბევრი რამ გავიგე და მჯერა, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ.“

„აუცილებელია იდგე მიწაზე და გქონდეს თავმდაბლობა, სხვა შემთხვევაში სპორტული თვალსაზრისით წარმატებას ვერ მიაღწევ. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რადგან მსგავსი რამ იშვიათად ხდება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ყოველი დღე, რომელსაც სატრენაჟორო დარბაზში ან მწვანე მინდორზე ვარჯიშზე ვატარებ.“

„ბევრი გოლის გატანა მსურს, ამისთვის კი ცხოვრების სწორი წესის არჩევაა საჭირო. ვეცდები, „მერენგების“ რიგებს გაცილებით უფრო ძლიერი შევუერთდე, ვიდრე ახლა ვარ.“

„ვესაუბრე ანჩელოტის, ედერ მილიტაოს, როდრიგოს და სხვა ბრაზილიელებს. მათი რჩევები ძალიან საინტერესო იყო. ანჩელოტისთან დიალოგმა დიდი მუხტი მომცა, ის საოცარი სპეციალისტია, რომელსაც ახალგაზრდებთან ურთიერთობის ბრწყინვალე გამოცდილება აქვს.“

„მძულს წაგება, ყოველთვის განვიცდი და ძალიან მიჭირს შეგუება. სიმართლე გითხრათ, ამ თვისების შეცვლას არ ვაპირებ, რადგან გამარჯვების წყურვილი უფრო მოტივირებულს მხდის.“

„მესი თუ რონალდუ? კრიშტიანო ჩემი კუმირი და „რეალის“ ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა, მისგან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. კრიშტიანო ყველა ახალგაზრდისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩემთვის არ არსებობს მესი, როდესაც რონალდუზე საუბრობენ, პორტუგალილი უპირობო ფავორიტია.“

„„ბარსელონა“ ძალიან დიდი გუნდია. შეუძლებელია ამას ხაზი არ გავუსვათ, მაგრამ „რეალის“ შეთავაზება ყველაზე საინტერესო იყო. ეს ხომ მსოფლიოში საუკეთესო ისტორიის მქონე კოლექტივია.“

„„რეალში“ ტრანსფერი უდიდესმა ვარსკვლავებმა მომილოცეს, მათ შორის ბრაზილიელმა ლეგენდებმა რონალდო ნაზარიოს, რობერტო კარლოსის, კაკას და სხვების სახით. ისინი ნამდვილი ლეგენდები არიან.“

„ვიცი, რომ მადრიდში ლუკა მოდრიჩს ძალიან დიდ პატივს სცემენ. შეუძლებელია ხორვატის ასაკში ასეთი წარმოდგენის დადგმა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამას ახერხებს. ვფიქრობ, მოდრიჩი კიდევ დარჩება „ბლანკოსში“. არ ვიცი, მომიწევს თუ არა მასთან ერთად თამაში, მაგრამ ის უკვე ფლობს ისტორიული ფეხბურთელის სტატუსს.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2022
  • 14176
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)