კოპა დელ რეი - „რეალი“ პრობლემის წინაშე დგას

როგორც იცით, ესპანეთის სამეფო თასის 1/6 ფინალში „რეალი“ „კასერენიოს“ დაუპირისპირდება.


აღნიშნული თამაში 3 იანვარს, კასერესში გაიმართება და გამარჯვებული კლუბი მოიპოვებს შემდეგი ეტაპის საგზურს.

მადრიდელებისათვის მომავალი პაექრობა გარკვეულ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ქალაქში, რომლის გუნდიც მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს, აეროპორტი არ არის. შესაბამისად, ანჩელოტის შეგირდები მეზობელ ბადახოსში უნდა ჩაფრინდნენ, ხოლო იქედან ავტობუსის საშუალებით მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, რაც დაახლოებით, 2 საათსა 25 წუთს მოითხოვს. ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება საკრინიგზო მომსახურება, თუმცა უფრო მეტ დროსთანაა დაკავშირებული.

ექსტრემადურას ავტონომიური რეგიონი ცნობილია ინფრასტრუქტურული პრობლემებით.

dle 10.1


1

26 დეკემბერი 2022 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 117
ბევრს გაეცინება და რთული მატჩი იქნება ძაან, კარიერის შეხვედრაა მეტოქისთვის, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს აწი როდესღა შეხვდებიან, ამიტომ რასაც ქვია სახეს გაიძრობენ და ბოლომდე იბრძოლებენ, მითუმეტეს ერთ მატჩიანი ეტაპია. იმედია გავალთ მომდევნო ეტაპზე, რეალს ოღონ ეს ჭ კლასის გუნდებთან არ ათამაშო და ლივერპულები და გრანდები არ აინტერესებს:დდდ ბოლო წლებში სულ ასეთმა გუნდებმა გამოგვაგდეს, ლეონესასთან გავრდნა იმენა ღადავი იყო, მაგრად გვეყოფა სუსტების გახარება. კოპა უეჭველი მოსაგები გვაქვს წელს

2

26 დეკემბერი 2022 23:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2617
ეს თუ საწუწუნოა რავიი. შეიძლება სხვანაირი შედარებაა მაგრამ, რავი, რაგბზე რომ დავდიოდი, გასვლითი თამაში როცა მქონდა ბათუმში ან ფოთში, მაშინ არ ჩქაროსნული იყო და ავტობუსზე მეტი დრო მატარებელს ჭირდებოდა. 9-10 საათი გზაში ვიყავით ხოლმე, ჩავიდოდით და ერთ საათში თამაში გვქონდა, იმ თამაშს ვიგებდით და ისე მოვდიოდით უკან. ეს რა საპრობლემოაა უბრალოდ ვერ გამიგია. ჩასვლიდან ერთ საათში კიდე ამათ თამაში არ ექნება, წინა დღით ჩადიან და მეორე დღეს თამაშობენ. არაფერი საგანგაშო ეს არაა. კასტილია მოუგებს იმ გუნდს.

3

27 დეკემბერი 2022 00:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
საერთოდ აზრზე რო არ არიან თამაშივ ეგეთებთან ჭირს ვერ განსაზღვრავ რას თამაშობენ. პლიუს სტადიონის ფაქტორიცაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)