„რეალი“ საშინაო დავალებით ბრუნდება
პარასკევს (30 დეკემბერს), 50 დღიანი პაუზის შემდეგ, სამეფო კლუბი მწვანე მინდორზე დაბრუნდება.
ანჩელოტის გუნდის მეტოქე „ვალიდოლიდი“ იქნება, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. აღინნულ დაპირისპირება „ხოსე ზორილია“ უმასპინძლებს.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში, „რეალი“ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებულის სტატუსით. მადრიდელებმა „ელჩეს“ სძლიეს 0-3, „შახტართან“ ფრე გააგორეს, ხოლო „რაიო ვალეკანოსთან“ და „ლაიპციგთან“ დამარცხდნენ.
შესაბამისად, იტალიელ სპეციალისტის წინაშე კონკრეტული დავალება დგას - გასვლით შეხვედრებში ასპარეზობის გაუმჯობესება.
არადა, სეზონის სტარტზე „თეთრები“ უკეთესად გამოიყურებოდნენ „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეთ, ვინაიდან 6 შეხვედრა მოიგეს მიჯრით.
- 26 დეკემბერი 2022
- 577
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.