„რეალის“ პრეზიდენტი 5 ფეხბურთელში 450 მილიონის დახარჯვას გეგმავს

მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტისთან ერთად ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს...


ფლორენტინო პერესი ზაფხულში 450 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს, რაც გუნდის რესურსს ყველა რგოლში მნიშვნელოვნად გაზრდის.

ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ჯუდ ბელინგემი ითვლება, რომლის ტრანსფერი 130-იდან 150 მილიონ ევრომდე დაჯდება. ინგლისელმა მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და დიდ პერსპექტივას ფლობს.

ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ენცო ფერნანდესის ტრანსფერს, რომელიც მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და ყველას აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები. „მერენგები“ მოთამაშის დამატებას 75-80 მილიონი ევროს ფარგლებში ვარაუდობენ.

„ბლანკოსში“ ძალიან სერიოზულად ფიქრობენ რაფაელ ლეაოს დამატებაზეც, რომლის პორტუგალიის ნაკრებიც არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ თავად რაფამ სტაბილურობა აჩვენა. მისი ფასი ფაქტობრივად 100 მილიონ ევროს უტოლდება.

კიდევ ერთი დიდი სამიზნე იოსკო გვარდიოლი იქნება, რომელმაც ხორვატიის ნაკრებში საოცარი გამოსვლის შემდეგ საკუთარი ფასი კიდევ უფრო გაზარდა. იოსკოს დიდ დახმარებას უწევს ლუკა მოდრიჩიც. გუარდიოლის ფასიც მინიმუმ 80 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

ასევე განიხილება ფრან გარსიას ტრანსფერიც, თუმცა მის გარდა „ბლანკოსში“ დაცვის ფლანგის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. dle 10.1

  • Hala
  • 24 დეკემბერი 2022
  • 7762
  • 7

1

24 დეკემბერი 2022 12:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
საშინელი გახდა რაა უკვე ფეხბურთი, რა გაუკეთებია ღლაპ ბელინგემს 150 მილიონი რომ ღირდეს

2

24 დეკემბერი 2022 13:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
გვარდიოლი მილიტაო საოცარი დუეტი იქნება.
ასევე ფერნანდესი დუხიანი კაი ტიპია, ბელინგემის ადგილას მე სხვა უფრო ფანტაზისტას მოვძებნიდი, ასე მგონია შექმნაში ლუკიტას დობეს ვერასდროს დადებს, სწორხაზოვანი ტიპია რაღაცნაირი
ლეაო და გარსია არ გვჭირდება

3

24 დეკემბერი 2022 14:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამდენა ფასებია რაია. რონალდო მეეყვანა 6 თვე ჯობდა

4

24 დეკემბერი 2022 16:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2104
ერთი კაცი მაქსიმუმ მაგათგან

5

24 დეკემბერი 2022 23:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2610
ამის დაპირებების მე აღარ მჯერა!

6

25 დეკემბერი 2022 03:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 303
მბაპე სადაა

7

25 დეკემბერი 2022 11:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპე,მუსიალა და ფლანგის მცველები ვსო მეტი არ გვინდა არავინ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)