ბუტრაგენიომ სამეფო თასის კენჭისყრა შეაფასა

ემილიო ბუტრაგენიომ კოპა დელ რეის კენჭისყრა შეაფასა. როგორც იცით, 1/16 ფინალის სტადიაზე, „ბლანკოსს“ ქვედალიგელი „კასერენიო“ ხვდა წილად.


„ჩვენი მომავალი მეტოქე მაღალ დონეზე ასპარეზობს. „რეალი“ კასერესში ჩავა დიდი პატივისცემით და იმ ფიქრებით, რომ რთული ასპარეზობა ექნება. ჩვენი სურვილია გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გუნდს ექნება მაქსიმალური კონცენტრაცია, რათა შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.“

„აღნიშნულ პაექრობას სწორი მენტალიტეტით უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდა, ვინაიდან „რეალის“ ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან კონკურენციას. როდესაც გუნდი მოედანზე გადის, დარწმუნებული უნდა იყოს მოტივაციის დონეში, რადგან ჩვენს უკან მილიონობით ქომაგი დგას და მოლოდინები უზარმაზია. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით პრობლემები არ იქნება. ვიცით, რომ 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს დიდი მხარდაჭერა ექნება. კარგად უნდა გავიაზროთ, მსგავსი ტიპის შეხვედრების საშიშროება.“

„სეზონის განახლებიდან დასრულებამდე თითქმის ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს ასპარეზობა და შესაბამისი მზადყოფნა გვმართებს. 30 დეკემბერიდან ვიწყებთ თამაშს და საჭიროა თითოეული ფეხბურთელის მხრიდან მაქსიმალური წარმოდგენა და ფოკუსირება. თითოეულს ექნება გადამწყვეტი როლი.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)