„რეალმა“ მიმართულება შეცვალა, რამაც გაამართლა

სამეფო კლუბში მიმდინარე სეზონის განახლებას მოუთმენლად ელოდებიან. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, „რეალი“ 5 ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.


მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალით გამოწვეულ პაუზამდე გუნდის საუკეთესო ბომბარდირ ბენზემას 7 შეხვედრა გაუცდა და მისი მაჩვენებელი განვლილი სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ მწირია, ანჩელოტის გუნდი შედეგიანობის თვალსაზრისით მაინც არ მოიკოჭლებს. მეტიც, 21 ჩატარებულ მატჩში, „თეთრებმა“ 50 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო შარშან, 21 პაექრობის თავზე, „ბლანკოსი“ 49 გოლს მოითვლიდა.

იტალიელი სპეციალისტის დარიგებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებმაც გაისწორეს სამიზნე. თუ შარშან შეგდებული 49 გოლის 50% ბენზემასა და ვინისიუსზე მოდიოდა (შესაბამისად, 17 და 12), ახლა 50 შედეგიანი დარტყმის 62% ოთხ ფეხბურთელზე ნაწილდება (შესაბამისად, ვინისიუსი 10, ვალვერდე 8, როდრიგო 7 და ბენზემა 6).

უდავოდ გამოსარჩევია ურუგვაელი ნახევარმცველი, რომელიც ცივსისხლიანად ურტყამს მეტოქის კარის მიმართულებით.

კარლო ანჩელოტისა და სამწვრთნელო შტაბის დიდი ძალისხმევის შედეგბად, შეიძლება ითქვას, რომ „რეალი“ არ არის დამოკიდებული ერთეულ მოთამაშეებზე.

იხილეთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისიკა, სადაც მოცემულია 21 თამაშის მონაცემები:

„რეალმა“ მიმართულება შეცვალა, რამაც გაამართლა
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (31)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)