ნეგრედო? რატომაც არა?

ჟოზე მოურინიომ უკვე განაცხადა რომ მთელი სეზონის მანძილზე 2 ფორვარდით თამაში შეუძლებელია და რომ მას სჭირდება კიდევ 1 თავდამსხმელი.


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენა სთხოვა. პრესასთან საუბარში მან უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი სეზონის მანძილზე იგუაინის და ბენზემას იმედად ვერ იქნება.

ადრე გავრცელდა ხმები თითქოს რეალი დაინტერესებული იყო დავიდ ტრეზეგეთი, ამაურით და დიეგო მილიტოთი. თუმცა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.სავარაუდოდ კასტილიელები წლევანდელ სეზონში მთავარ გუნდში ვერ მოხვდებიან. პირველი გუნდისთვის ერთადერთი მწიფე ფეხბურთელი–როდრიგო "ბენფიკაში" გადავიდა.

თუმცა ჟოზე მოურინიოს აქვს არც ისე ცუდი ვარიანტი მესამე ფორვარდთან დაკავშირებით.ეს ვარიანტი ამჟამად სევილიის ფეხბურთელი ალვარო ნეგრედოა.

შეგახსენებთ რომ ნეგრედო რეალმა წინა წელს გამოისყიდა ალმერიიდან 5 მილიონ ევროდ.მან წინასასეზონო მატჩები კარგად ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ პელეგერინიმ მასზე უარი თქვა და ნეგრედო სევილიაში გაიყიდა 14 მილიონ ევროდ.

მაგრამ მადრიდმა 2 წლის განმავლობაში დაიტოვა უფლება რომ გამოისყიდოს ნეგრედო 17 მილიონ ევროდ.მან წინა სეზონი სევილიაში საკმაოდ კარგად ჩაატარა.რაც მთავარია გამოცდილება დააგროვა როგორც პრიმერა დივიზიონში ისე ჩემპიონთა ლიგაშიც.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მოურინიო მესამე ფორვარდის ძიებაშია,ნეგრედო კი რეალის აღზრდილია და 17 მილიონად დღეს ძლიერი ფორვარდის ყიდვა შეუძლებელია,ისმება კითხვა: რატომაც არა ნეგრედო?

ინფორმაციის წყარო:goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)