სრული სიგიჟე - 60 დღე და 5 ტურნირი

„რეალის“ ფეხბურთელები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ვარჯიშობენ და სეზონის განახლებისათვის ემზადებიან.


როგორც იცით, 30 დეკემბერს, ანჩელოტის შეგირდები „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდებიან და იმ მომენტიდან, იტალიელი დამრიგებლის გონებაც სხვანაირად დაიწყებს ფიქრს.

მომდევნო 60 დღის განმავლობაში „თეთრებს“ ურთულესი გზის გავლა მოუწევთ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 5 ტურნირში და დაახლოებით 17 შეხვედრას ჩაატარებენ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნამდვილად ჯოჯოხეთური იქნება.

„რეალი“ წარმატების მიღწევას პრიმერა დივიზიონში, ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა დელ რეიზე, მსოფლიო საკლუბი მუნდიალსა და ესპანეთის სუპერ თასზე ეცდება.

კალენდარი:

30 დეკემბერი - ლა ლიგა - ვალიადოლიდი

4 იანვარი - კოპა დელ რეის 1/16 ფინალი - მეტოქე უცნობია

7 იანვარი - ლა ლიგა - ვილიარეალი

11 იანვარი - ესპანეთის სუპერ თასის 1/2 ფინალი - ვალენსია

15 იანვარი - ესპანეთის სუპერ თასის ფინალი - საგზურის მოპოვების შემთხვევაში

18 იანვარი - კოპა დელ რეის 1/8 ფინალი - საგზურის მოპოვების შემთხვევაში

22 იანვარი - ლა ლიგა - ატლეტიკი

25 იანვარი - კოპა დელ რეის 1/4 ფინალი - საგზურის მოპოვების შემთხვევაში

29 იანვარი - ლა ლიგა - რეალ სოსიედადი

2 თებერვალი - ლა ლიგა - ვალენსია

5 თებერვალი - ლა ლიგა - მალიორკა

8 თებერვალი - მსოფლიო საკლუბო მუნდიალის 1/2 ფინალი - მეტოქე უცნობია

12 თებერვალი - მსოფლიო საკლუბო მუნდიალის ფინალი - საგზურის მოპოვების შემთხვევაში

15 თებერვალი - კოპა დელ რეის 1/2 ფინალი - საგზურის მოპოვების შემთხვევაში

19 თებერვალი - ლა ლიგა - ოსასუნა

21 თებერვალი - ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი - ლივერპული

26 თებერვალი - ლა ლიგა - ატლეტიკი dle 10.1


1

18 დეკემბერი 2022 12:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1122
gaijedeba reali dzan skami arkavs didi,vinme shemtei uunda davimatot benzemas rom chaanacvlebs sajiroa dzan forvardi,iqneb vinme ikidon ianvarshi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)