"საინტერესო სეზონი გველის"

რაულ ალბიოლი: "საუკეთესოდ ვითამაშებთ გულშემატკივრების, კლუბისა და მთელი სამყაროს დასაკმაყოფილებლად"


სამშაბათის პრესკონფერენციაზე რაულ ალბიოლმა ისაუბრა ახალ ხელმოწერებზე და მთავარ მწვრთნელზე.

"ყველა ტიტულის მოგებაზე გვაკისრია პასუხისმგებლობა. ეს უნდა მივიღოთ, რადგან აღარ შეგვიძლია კიდევ 1 სეზონი ხელცარიელებმა დავასრულოდ. საუკეთესოდ ვითამაშებთ გულშემატკივრების, კლუბისა და მთელი სამყაროს დასაკმაყოფილებლად. უნდა დავიჯეროთ, რომ მოგებას ვაპირებთ. მთელი გულით ვითამაშებთ 3 ტიტულის მოსაგებად და ჩვენ ჩვენი შანსები გვაღელვებს."

"საინტერესო სეზონი გველის"


"კანალესი და პედრო ლეონი ძალიან ბევრს მუშაობენ. ისინი არიან ახალგაზრდები, ნიჭიერნი და მოტივირებულნი. მათ უნდათ იმის დამტკიცება, რომ აქ თამაში შეუძლიათ. ჩვენ გვიყვარს ისინი, რადგან კარგი მოთამაშეების გარდა, არიან კარგი თანაგუნდელებიც. თავი არ უნდა დავზოგოთ, რადგან გრძელი და რთული სეზონი გველის."

"მწვრთნელი ისეთი წესით აორგანიზირებს გუნდს, რომელიც უფლებას გვაძლევს გავძლიერდეთ და შევასრულოთ მიზნები. ნებისმიერ მოთამაშებს მივიღებთ, რომელიც გაშლილი ხელებით მოვა. უნდა გავერთიანდეთ მიზნების შესასრულებლად. ვარჯიშები არის მომთხოვნი და ინტენსიური. ეს ყველაფერი საუკეთესოსთვის კეთდება."

"პეპეს ამბავი გუშინ გავიგეთ. ვიმედოვნებთ მალე გამოჯანმრთელდება. კაკას ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდება. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და დიდებული თანაგუნდელია. მისი სიტუაცია ძალიან ცუდია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება. კაკა ბევრს იტანჯებოდა, ამიტომაც გვინდა მისი გახალისება."

"ოთხშაბათის ესპანეთსა და მექსიკას შორის იქნება დიდებული თამაში და ვიცი, რომ გუნდში ყველა აღგზნებულია. იმედი მაქვს მოგებას გავაგრძელებთ. ვიცი, როგორ ახარებს ყველას ვარსკვლავი ესპანეთის ლოგოს თავზე. ის ყოველთვის მანდ იქნება. ყველაზე კარგი შეგრძნება არის როცა ხედავ როგორი ბედნიერია მთელი ქვეყანა."

"საინტერესო სეზონი გველის"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 11 აგვისტო 2010
  • 1520
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)