"Real Madrid City" - ში ვარჯიში განახლდა

სამეფო კლუბმა განაახლა ვარჯიში რეალ მადრიდ სიტიში და დაიწყო მზადება მიუნხენის ბაიერნთან გასამართ ამხანაგური მატჩისათვის. სერხიო კანალესი და სემი ხედირა ფიზიკურ სავარჯიშოებს ასრულებდნენ. პეპე და კაკა კი ტრავმის გამო არ გამოცხადდნენ ვარჯიშზე, აგრეთვე მოურინიოს აკლდაის 11 ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.


ძირითადი გუნდის 10 ფეხბურთელს (დუდეკი, ადანი, ვან დერ ვაარტი, გრანერო, დრენტე, გარაი, რონალდო, სერხიო კანალესი, პედრო ლეონი და ალბიოლი)დაემატა ოთხი კასტილიელი (მორატა, ალექს ფერნანდესი, ლუის ერნანდესი და ხუანფრანი).

პირველი 15 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები გახურდნენ და ივარჯიშეს რუი ფარიას ხელმძღვანელობის ქვეშ. შემდეგ 12 ფეხბურთელისგან შემდგარმა ჯგუფმა შეკრა წრე, მათგან ოთხი ფეხბურთელი ცენტრში დადგა და ცდილობდნენ თანაგუნდელებისათვის ბურთის წართმევას, მოურინიო ფეხბურთელებისაგან მეტ ინტენსიურობას ითხოვდა. 20 წუთის შემდეგ გუნდი 2 ნაწილად გაიყო და 6-6ზე ფეხბურთი ითამაშეს.

ამის შემდეგ ადანმა და დუდეკმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს სილვიო ლოუროს ხელმძღვანელობის ქვეშ. მეკარეების დაბრუნების შემდეგ კი მოურინიომ ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებად დაყო და თავდაპირველად ერთმანეთთან ათამაშა 5-5-ზე, 6-6-ზე და 7-7-ზე.

რაც შეეხება სემი ხედირას ის თავდაპირველად სპორტულ დარბაზში ირჯებოდა, ხოლო შემდეგ ბურთთან ერთად ივარჯიშა dle 10.1

  • SunSay
  • 10 აგვისტო 2010
  • 1763
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)