პიპიტას მიზანი წლევანდელ სეზონში 30 გოლის გატანაა

გონსალო იგუაინის პრესკონფერენცია.


თქვენ გასულ წელს "რეალის" ბომბარდირი იყავით. არგენტინის ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეთ. წელს სეზონი კარგად დაიწყეთ.

"ძალიან მოხარული ვარ ჩემი მიღწევით. მიხარია, რომ ბევრი გოლები გამაქვს. გასულ სეზონზე ბევრი გოლები გავიტანე, მაგრამ გპირდებით წელს ბევრად უკეთესად ვითამაშებ."

რამდენი გოლით დაკმაყოფილდებოდით?

"გასულ წელს 29 გოლი გავიტანე. ამ შედეგით კმაყოფილი ვარ. წელს მინდა 30 გოლი გავიტანო. ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო."

რას ფიქრობთ ჟოზე მოურინიოზე?

"ის უდიდესი მწვრთნელია. ჟოზემ ეს უკვე დაამტკიცა. მან ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვა და სხვა გუნდებთან ერთად შეძლო. იმედია ამას ჩვენთან ერთად შეძლებს. თამაშს ყოველ ვარჯიშზე უფრო ვაუმჯობესებთ."

რა გითხრათ ჟოზემ?

"ჟოზემ მითხრა, რომ ჩვენ ერთი გუნდი და ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ. ჩვენ ტიტულებისთვის უნდა ვიბრძლოლოთ და უნდა მოვიპოვოთ კიდეც. ჟოზე უდიდესი მწვრთნელია და კარგი ადამიანი. ის ფეხბურთელებს ყოველთვის გვეხმარება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

უკვე 2 წელია "რეალი" ტიტულებს ვერ იგებს.

"ჩვენ მადრიდულ კლუბს ძველებურ დიდებას დავუბრუნებთ. სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში ვერაფერი მოვიგეთ. ახლა კი დროა მადრიდისტებმა გამარჯვება იზეიმონ. ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა."

გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, ძირითადისთვის ბრძოლა თავიდან მოგიწევთ.

"რა თქმა უნდა, ძირითადისთვის ბრძოლა თავიდან მომიწევს. მე ბევრს ვიშრომებ ამისთვის. ვინც უკეთესად ითამაშებს და ვინც მეტ გოლს გაიტანს, სწორედ ის იქნება ძირითად შემადგენლობაში."

რას ფიქრობთ რაულის წასვლაზე?

"რაული მადრიდის "რეალის" და მსოფლიოს ლეგენდაა. სამწუხაროდ მან გუნდის დატოვება გადაწვიტა, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. რაული მე ძალიან დამეხმარა და მადლობას ვუხდი მას ამისთვის. მინდა მას წარმატებები ვუსურვო."

რაულის წასვლის შემდეგ მხოლოდ 2 ფორვარდი დარჩით. შენ და კარიმ ბენზემა. რას ფიქრობთ, უნდა შეიძინოს "ბლანკოსმა" კიდევ ერთი თავდამსხმელი?

"ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ კრისტიანოს თავდასხმაში თამაში კარგად შეუძლია. ჩვენ გვყავს რიკარდო კაკა, რომელსაც თამაში თავდასხმაშიც კარგად შეუძლია. ვფიქრობ ფორვარდის დამატება საჭირო არ არის, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია."

რას ფიქრობთ ანხელ დი მარიაზე?

"დი მარია ძალიან კარგი ფეხბურთელია. გასულ წელს გუნდს სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა. ის ფლანგზე ძალიან სახიფათოა. დი მარია ძალიან სწრაფი და ტექნიკურია. დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდს დაეხმარება."

ბევრი მადრიდისტა აკრიტიკებს ფლორენტინოს, დი მარიას შეძენაში.

"ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემი აზრით არგენტინელი "სამეფო კლუბისთვის" კარგი შენაძენია. დი მარია ჩვენ დაგვეხმარება შეტევების განხორციელებაში. ის მალე დაგვიმტკიცებს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია."

"ბარსამ" დავიდ ვილია შეიძინა. ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ ლა ლიგის ბომბარდირი გახდეთ.

"ლა ლიგის ბომბარდირობისთვის ბევრი კარგი ფეხბურთელი იბრძვის. არავის დაავიწყდეს კრისტიანო რონალდო და ლეო მესი. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. პიჩიჩისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება."

რას ფიქრობთ "რეალის" ახალ ტრანსფერებზე?

დი მარიაზე უკვე ვისაუბრეთ. პედრო ლეონს "ხეტაფეში" ვიცნობდი. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და გუნდს გამოადგება. სამი ხედირა კი მუნდიალზე ყოველთვის ძირითადში თამაშობდა. მან მუნდიალზე ძალიან კარგად ითამაშა და დარწმუნებული ვარ "ბლანკოსშიც" კარგად ითამაშებს. სერხიო კანალესი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას დიდი მომავალი აქვს."

რა უნდა გააკეთოს გუნდმა "ბარსელონას" მოსაგებად?

"ჩვენ წინა სეზონზე 90 ქულაზე მეტის დაგროვება შევძელით. ეს ძალიან კარგი შედეგია. წელს უკეთესად ვითამაშებთ. თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, მაშინ "ბარსასაც" და სხვა ძლიერ გუნდსაც მოვუგებთ". დაასრულა პიპიტამ.

ინფორმაციის წყარო as.com dle 10.1

  • Dzebnili
  • 10 აგვისტო 2010
  • 1666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)