როდის დაისვენებს ლუკა მოდრიჩი?

ლუკა მოდრიჩის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატები კიდევ 2 დაპირისპირებას გამართავენ, ან ფინალურს, ან მესამე ადგილისთვის ბრძოლას...


გამოდის, რომ ტურნირი ხორვატი ფეხბურთელის კიდევ 1 კვირის განმავლობაში არ დასრულდება, ლა ლიგაში განახლება კი 30 დეკემბრიდან არის დაგეგმილი.

ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ მოდრიჩი კარლო ანჩელოტის განკარგულებაში „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში იყოს.

ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მუნდიალიდან გამოთიშული ფეხბურთელები 10 დღიანი შვებულებიტ სარგებლობენ. თუ აღნიშნული მოდრიჩზეც გავრცელდა გამოდის, რომ ის ახალ წლამდე გუნდს ვერ შეუერთდება, ხოლო შემდეგ მინიმუმ 1 კვირა მინი პრე-სეზონის გასავლელად დასჭირდება.

თანაც ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც 37 წლის არის და ყველაზე მეტი დასვენება სჭირდება.

კარლო ანჩელოტი ამ საკითხის გაანალიზებას ფიზ.მომზადების მწვრთნელ ანტონიო პინტუსთან ერთად აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლუკიტა 3 მატჩს გამოტოვებს, ესენია: 30 დეკემბრის დაპირისპირება „ვალიადოლიდთან“, 7 იანვრის პაექრობა „ვილიარეალთან“ და 11 იანვრის შეხვედრა „ვალენსიასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერ-ჯერობით ვარაუდებია, თუმცა კარლიტო გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 10 დეკემბერი 2022
  • 681
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)