ვინისიუსი:„თუ ეს მოხდება მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიქნები“

ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„ლუკა მოდრიჩთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ის ყოველთვის მაძლევს დიდ სიყვარულს და მიზიარებს პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას ერთად სამეფო კლუბის მიმართ გაგვაჩნია.“

„ვფიქრობ, ხორვატი მოთამაშის გვერდით ყოფნა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია.“

„რონალდო ყოველთვის ამბობდა, რომ კარლო ანჩელოტისთან მუშაობა საუკეთესო ეპოქას უკავშირდება. იტალიელმა სპეციალისტმა იცის ვარსკვლავებთან მუშაობა, ასევე შექმნა ბრწყინვალე ფორმულა, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზს და ამ გეგმით წარმატების მიღწევას უკავშირდება.“

„მოდრიჩის წინააღმდეგ თამაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ამაღელვებელი იქნება, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და სწორედ ლუკასგან ვიცი, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელია, როდესაც 37 წლის ფეხბურთელი მსგავსი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ის ყველასთვის დიდი მაგალითია. მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება მოთამაშე, რომელიც ამ ასაკში საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ფლობს.“

„ანჩელოტი და ტიტე ბევრ კომპონენტში იდენტური ადამიანები არიან, მათ უყვართ ლაპარაკი და ფეხბურთელებს შეცდომებზე გამოსწორების გზებს უხსნიან. ვფიქრობ, ორივე სპეციალისტთან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. ყოველთვის პროგრესზე ვარ ორიენტირებული და მწვრთნელები ამაში მეხმარებიან.“

„ჩემი მიზანი მეტი საგოლე გადაცემის გაკეთება და გოლების გატანაა, ამისთვის ყველაფერს ვიღონებ, ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ არის.“

„ჩემპიონთა ლიგაზე მოვიგე და შანსი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონიც გავხდე. თუ ეს მოხდება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 8 დეკემბერი 2022
  • 2772
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)