მოუ: " 2 ფორვარდით თამაში გაგვიჭირდება"

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.


რას ფიქრობთ პიპიტა იგუაინზე?

"იგუაინს ძალიან ბევრი გოლები გააქვს, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა თუ იგი ვარჯიშს მოუმატებდა, რადგან მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია."

და ბენზემა?

"კარიმ ბენზემაც ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგი წელს ბევრად უკეთესად ითამაშებს ვიდრე გასულ წელს. მე ძალიან მინდა კიდევ 1 ფორვარდის შეძენა. ძნელია 10 თვე მხოლოდ 2 ფორვარდით ვითამაშოთ. მორატა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა და გამოცდილება არ აქვს. ის "რეალში" ითამაშებს, მაგრამ ამ სეზონზე არა."

რას ფიქრობთ ბოლო 2 ამხანაგურ მატჩზე?

"ჩვენ ახალი გუნდი ვართ. ერთად ძალიან ცოტა დროა რაც ვმუშაობთ. ფეხბურთელებმა წაგებაზე არ უნდა იფიქრონ. მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით გუნდის თამაში "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" მომეწონა. გუნდი 2 გოლის სხვაობით აგებდა, მაგრამ ფეხბურთელებმა 3 გოლის გატანა შეძლეს და ამ მატჩში გამარჯვებას მივაღწიეთ."

"მე სათამაშო დროს ყველა ფეხბურთელს ვაძლევ, ახლა ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ამხანაგურ მატჩებზე ყველა ფეხბურთელმა ითამაშა. სეზონის დაწყების წინ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ ვათამაშო და ვინ არა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, არც იმას თუ რამდენი გადაიხადა გუნდმა ამ ფეხბურთელში. ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად თამაში."

ინფორმაციის წყარო as.com dle 10.1

  • Dzebnili
  • 10 აგვისტო 2010
  • 1901
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)