რეალმა ერთი მილიარდი ევრო დახარჯა ტრანსფერებში

"თეთრების" შემადგენლობა კი გაძლიერდა ისეთი ფეხბურთელებით როგორებიცაა: კაკა, კრიშტიანო, ბენზემა, ხაბი ალონსო და სხვა...


არ არსებობს მსოფლიოში ისეთი კლუბი რომელიც იმდენივეს დახარჯავდა რამდენსაც მადრიდის რეალი. 2000 წლიდან მოყოლებული, ფლორენტინო პერესის გუნდში მოსვლის დღიდან რეალმა 1 მილიარდზე მეტი დახარჯა ტრანსფერებში.

1.022 მილიონი ევრო 48 ფეხბურთელში ბევრად მეტი ვიდრე დახარჯა ბარსელონამ, ამავე პერიოდში ლაპორტამ და გასპარმა 713 მილიონი ევრო დახარჯეს. მაშინ როდესაც კლუბის ძირითად შემადგენლობაში ძირითადად თავისივე აღზრდილები თამაშობდნენ. კატალონიური კლუბი ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო კლუბად გვევლინება, მათ გასულ სეზონში იმ რეალს აჯობეს, რომელმაც ტრანსფერებში 250 მილიონი ევრო დახარჯა.

კრიშტიანო რონალდო (96 მილიონი), ზინედინ ზიდანი (72 მილიონი) და კაკა (64 მილიონი) ფეხბურთის სამი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რაც შეეხება "ბარსას" მათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი უკავშირდება ზლატან იბრაგიმოვიჩის, 45 მილიონს + ეტოო გადაიხადეს "შავ-ლურჯებმა" მასში.

გასულ წელს როდესაც ფლორენტინო პერესი მეორედ მოვიდა გუნდის სათავეში განაცხადა : "ჩვენ ერთ წელიწადში ვაპირებთ იმ შედეგის მიღწევას რასაც სამი წელი სჭირდება" სეზონის საერთო სატრანსფერო ფასმა 254 მილიონ ევროს მიაღწია. "თეთრების" შემადგენლობა კი გაძლიერდა ისეთი ფეხბურთელებით როგორიცაა: კაკა, კრიშტიანო, ბენზემა, ხაბი ალონსო და სხვა...

ცოტა ევროპულ კლუბს თუ შეუძლია შეედაროს ტრანსფერებში ესპანურ გიგანტებს. რომან აბრამოვიჩმა ჩელსის ყიდვიდან დღემდე, რვა წლის განმავლობაში 650 მილიონი ევრო დახარჯა. უკანასკნელ წლებში "არისტოკრატები" აღარ აქტიურობენ სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ სამაგიეროდ რუსი ოლიგარქი პირველ წლებში ფულს არ ზოგავდა კლუბის გასაძლიერებლად.

შვიდასმილიონიან საზღვარს ალბათ სულ მალე მანჩესტერ სიტიც მიაღწევს, კლუბმა სულ რაღაც 3 წელიწადში 400 მილიონის დახარჯვა შეძლო, როგორც მისი მფლობელი არაბი შეიხები აცხადებენ სეზონზე სულ მცირე 135 მილიონის დახარჯვას აპირებენ, ასე რომ მანჩესტერულ კლუბს მალე ელიტაში ვიხილავთ.
dle 10.1

  • Gio
  • 9 აგვისტო 2010
  • 2370
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)