ნაჩო კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს? - მიზეზი ცნობილია!

ნაჩო ფერნანდესი 2001 წლიდან სამეფო კლუბის რიგებში ირიცხება. მთავარ შემადგენლობაში დაწინაურებამდე, უნივერსალურმა მცველმა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები გამოიარა.


„რეალის“ გულშემატკივრების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშეს 2023 წლის ზაფხულში ეწურება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნის ვადა. სეზონის სტარტზე იწერებოდა, რომ ფერნანდესი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებდა მოქმედ კონტრაქტს, თუმცა არსებული მომენტისათვის, მან ეს პროცესი შეაჩერა.

როგორც იცით, ნაჩო ძირითადი შემადგენლობის წევრად არასდროს მოიაზრებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მცველის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ანტონიო რუდიგერის ტრანსფერით არის განპირობებული. „რეალის“ 21 შეხვედრიდან, ფერნანდესმა მხოლოდ 11-ში (4-ჯერ სასტარტოდან) მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 424 წუთი გაატარა საქმეში. წინა სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მას ორჯერ ნაკლები პრაქტიკა აღენიშნება (15 მატჩი, 10 სასტარტო და 928 წუთი).

აქედან გამომდინარე, ნაჩო უკმაყოფილიო განვითარებული მოვლენებით და ყოყმანობს ხელშეკრულების განახლებაზე. სავარაუდოდ, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)