მოდრიჩი მერვედფინალშია - კურტუა და აზარი ტურნირს გამოეთიშნენ

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ხორვატიამ და ბელგიამ ნულოვანი ფრე დააფიქსირეს ტაბლოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დალიჩის შეგირდები სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციით გავიდნენ მერვედფინალში, მარტინესის გუნდი კი, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.


ლუკა მოდრიჩმა შეუცვლელად უკაპიტნა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად დამსახურებულად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო. რაც შეეხებათ კურტუასა და აზარს, კარის დარაჯი სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა, ხოლო შემტევი მხოლოდ 87-ე წუთზე ჩართო მწვრთნელმა შეხვედრის მიმდინარეობაში.

ხორვატია: ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 90); კრამარიჩი (პაშალიჩი 64), ლივაია (პეტკოვიჩი 64), პერიშიჩი
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ბელგია: კურტუა; დენდოკერი (ტილემანსი 72), ალდერვეირელდი, ვერტონგენი; მუნიე (ე. აზარი 87), ვიტსელი, დე ბრუინი, კასტანიე; ტროსარი (ტ. აზარი 59), მერტენსი (ლუკაკუ 46), კარასკო (დოკუ 72)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მომდევნო ეტაპზე ხორვატები იაპონელებს შეერკინებიან (5 დეკემბერი, 19:00).

აზარი და კურტუა სამშობლოში დაბრუნდებიან და დასვენების შემდეგ საკლუბო თანაგუნდელებს შეუერთდებიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)