ისტორია - 24 წელი რაულის შედევრიდან [VIDEO]

გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი დროებით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.


1998 წლის 1-ლი დეკემბერი სამეფო კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. კლუბმა 38 წლიანი პაუზის შემდეგ საკონტინენტთაშორისო თასის დაუფლება მოახერხა. რამდენიმე თვით ადრე კი, მადრიდელებმა ევროპის თასის ნანატრი მე-7 ტიტული (ამ შემთხვევაში 32 წლიანი ლოდინი) დაიბევეს.

24 წლის წინ, აღნიშნულ ტურნირს იაპონიამ უმასპინძლა, ხოლო ფინალური პაექრობა დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა, სადაც არცთუ ისე სასურველ კონდიციებში მყოფი „თეთრები“ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს, „ვასკო და გამას“ დაუპირისპირდნენ. 83-ე წუთამდე, ტაბლოზე ყაიმი ფიქსირდებოდა, თავდაპირველად ანგარიშის რობერტო კარლოსმა გახსნა (25'), რასაც ჯუნინიიო პერნამბუკანომ გასცა პასუხი (56). გამარჯვების გოლი რაულ გონსალეს ბლანკოს აქტივშია. ამ უკანასკნელმა ზეედორფის პასი დაამუშავა, 2 მეტოქე და მეკარე ცრუ მოძრაობებით მოატყუა და ბურთის კარის ბადეში მოათავსა. შეიძლება ითქვას, ესოდეს მნიშვნელოვან გოლამდე, ლეგენდარულმა კაპიტანმა შთამბეჭდავი წარმოდგენა შეთავაზა გულშემატკივრებს.

„რეალის“ შემადგენლობა აღნიშნულ შეხვედრაში: ილნერი; პანუჩი, სანჩისი, სანსი, რობერტო კარლოსი; იერო, რედონდო, ზეედორფი; სავიო (89' შუკერი), რაული, მიატოვიჩი (86' ჯარნი).





2005 წლიდან, აღნიშნული გათამაშება მსოფლიო საკლუბო მუნდიალით ჩანაცვლდა, რომელიც მადრიდელებმა უკვე ოთხჯერ მოიგეს და მეხუთე შანსს თებერვალში მიღებენ. dle 10.1


1

1 დეკემბერი 2022 14:09

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
აუ, მართლაც რა გოლი შეაგდო ელ კაპიტანომ...
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)