მადრიდში ბრუნო ფერნანდესიც ახსენეს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ნელ-ნელა საინტერესო ფაზაში შედის.


არსებული მომენტისთვის, მუნდიალის ერთ-ერთ მთავარი აღმოჩენა ბრუნო ფერნანდესია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის საწყისი მატჩებში შესანიშნავი ასპარეზობით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. მის ანგარიშზეა 2 გოლი და 2 ასისტი.

პორტუგალიური გაზეთის (Record), ინფორმაციით, ნახევარმცველმა სამეფო კლუბის წარმომადგენლებს კვლავ გაუღვივა ინტერესი მის მიმართ. როგორც იცით, მადრიდელები ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდნენ ბრუნოს, როდესაც ეს უკანასკნელი „სპორტინგში“ გამოდიოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, 2020 წლის იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა.

ბრუნო „წითელი ეშმაკების“ რიგებში 146 თამაშს მოითვლის. მისი სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია - 53 შედეგიანი დარტყმა და 42 საგოლე გადაცემა. „ტრანსფერმარკეტის“ მონაცემებით, ლისაბონელის სატრანსფერო ღირებულება 75 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს.

დიდი ალბათობით, მომდევნო ზაფხულს ანჩელოტის შემადგენლობას მოდრიჩი, კროოსი და სებალიოსი დატოვებენ. შესაბამისად, კლუბი ახალი ნახევრმცველის ძიებაშია. ბრუნო ფერნანდესის პარალელურად, „რეალი“ რადარზე ბელინგემი, ენცო ფერნანდესი და მილინკოვიჩ-სავიჩი არიან.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)