ოფიციალური განცხადება - „რეალი“ ბოიკოტს აცხადებს!

მადრიდის „რეალი“ 7 დეკემბერს, დუბაიში, ლა ლიგის რიგგაშერე გენერალური ანსამბლეას ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


- განვლილ პარასკევს, 25 ნოემბერს, გამოიცა შეტყობინება რიგგარეშე გენერალური ანსამბლეის „შემჭიდროვებულ ვადებში“ ჩატარების შესახებ, 7 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში, ლა ლიგის წესდებასა და რეგულაციებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების მიზნით. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლა ლიგა კლუბებსა და მათ წარმომადგენლებს უზრუნველყოფს ტრანსპორტირებითა და განთავსებით;

- მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეხვედრა არაკანონიერია, ვინაიდან კლუბებს საკითხის განსახილველად იწვევენ ლა ლიგის შტაბ-ბინიდან 5000 კილომეტრის მანძილზე;

- სრულიად გაუმართლებელია, მსგავსი იმპრივიზირებული და სწრაფი ქმედებით, სათანადო მსჯელობისა და ფრთხილი ანალიზის გარეშე, ლა ლიგის შიდა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

- სრულიად შეუსაბამო და არათანმიმდევრულია ლა ლიგის მიერ, წელიწადის ამ დროს, არაბთან გაერთიანებულ საემიროში 100-ზე მეტი ადამიანის გადაყვანისათვის ეკონომიკური ხარჯების გაწევა, მაშინ, როდესაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იგივე ღონისძიების ორგანიზება ლა ლიგის შტაბ-ბინაშიც არის შესაძლებელია. ბოლო პერიოდში ფინანსური თვალსაზრისით კლუბების მძიმე პერიოდიდან გამომდინარე, რაც შემოსავლების შემცირებითაა გამოწვეული, გაუგებარია ამ ტიპის ხარჯების გაღება;

- მადრიდის „რეალი“ ზემოთ ნახსენები მიზეზების გათვალისწინებით, წარმომადგენლებს არ გაგზავნის დუბაიში და კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს, რომ უწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ლა ლიგის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობა ქმედებების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი გაუმართლებელ ეკონომიკურ ფასს იძენს, რაც მნიშვნელოვნად ლახავს ესპანური ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას; dle 10.1


1

30 ნოემბერი 2022 19:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5254
დანიამ თუ ვერ მოიგო ცუდია დღეს არგენტინა მოსაგებად ითამაშებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)