კურტუა: „ეს გაბრაზებით გავაკეთე“

ედენ აზართან ერთად ტიბო კურტუაც წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. „რეალის“ კარის დარაჯმა ბელგიის ნაკრებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.


„ამ მომენტისათვის არავინაა ბედნიერი, ყველანი მომდევნო მატჩის მოგებასა და შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„ესპანეთმა შესანიშნავად იასპარეზა, როგორც კოსტა-რიკის, ასევე გერმანიის წინააღმდეგ. პოტენციურ მეტოქეზე საუბარი არ მსურს, ჩვენ მხოლოდ ხუთშაბათზე ვართ კონცენტრირებულნი.“

„რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულნი შევედით გასახდელში. მწვრთნელი გვესაუბრა თამაშის შემდეგ. ცხადია, მედიამ ყველაფერი გააზვიადა. ჩვენ ი აზრით, შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის დაძლევა.“

„ის ცნობები რაც გავრცელდა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. დიახ, მე მუშტი ჩავარტყი სათადარიგო სკამის, რადგან განაწყენებული ვიყავი, თუმცა არანაირი ჩხუბი არ ყოფილა.“

„სოციალუ ქსელსა და მედიაში ყოველთვის მძიმე სურათი იხატება, რაც პრობლემას წარმოადგენს. წაგების შემდეგ თანაგუნდელები ერთმანეთს შევხდით და განვიხილეთ არსებული სიტუაცია.“

„არავის უთქვამს, რომ ეს უკანასკნელი მუნდიალი იქნება. შენ ყოველთვის ისე უნდა იასპარეზო, თითქოს ბოლო ჩემპიონატია. შეხედეთ იტალიას, ისინი მონაწილეობას ვერ იღებენ 2022 წლის ტურნირზე, მაგრამ ვინ იფიქრებდა ამას 2 წლის წინ.“

„ვინ გამოიტანა ინფორმაცია გასახდელიდან? რთულია ამის თქმა. ჩვენთან უამრავი ადამიანი მუშაობს. სიგიჟე იქნება ახლა ამის გამოძიება, თუმცა თუ გამოვიჭირეთ, მისთვის ნაკრების კარი დაიხურება.“

„გუნდის განვლილ შეკრებაზე ყველას მიეცა აზრის დაფიქსირების საშუალება, მათ შორის ახალგაზრდებსაც.“ dle 10.1


1

29 ნოემბერი 2022 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 71
პორტუგალიას შანსი ჩემი აზრით არის თითქმის 0-ის ტოლი.

2

29 ნოემბერი 2022 19:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: Mesuta
პორტუგალიას შანსი ჩემი აზრით არის თითქმის 0-ის ტოლი.

შანსი 0 მხოლოდ უკვე გავარდნილ ნაკრებებს აქვთ ასე რომ პორტუგალია მაგ ჯგუფში არ შედის. ისე კი პირველი ადგილით რო გავიდეს საკმაოდ კარგი შანსი ექნებათ მიაღწიონ ნახევარფინალანდე

3

29 ნოემბერი 2022 20:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: BLANCOSS
მეფე და პორტუგალია ჩაიხუტებს მსოფლიო თასს და დაიდგამს მეფის გვირგვინს

მეფე ვინ არის პორტუგალიაში?😀😀😀

4

30 ნოემბერი 2022 09:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
პორტუგალია არც თუ დამაჯერებლად თამაშობს,მაგრამ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან ინდივიდუალურად.თუ გუნდურად თამაშს გააუმჯობესებენ,დიდი შანსია მოიგონ მუნდიალი.😊😊😊💪💪💪💪👍👍👍👍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)