როდრიგომ დაიმსახურა!

21 წლის ფეხბურთელი პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.


როდრიგო გოეშმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტიდან საკმაოდ მოკლე დროში, სამუნდიალე განაცხადში მოხვედრილიყო და მისი ოცნებაც რეალობად იქცა.

ამჟამინდელი ფორმაციის „სელესაოში,“ მთავარი მწვრთნელის ფავორიტი კვარტეტი შეტევით ნაწილში, ვინისიუსი, ნეიმარის, რაფინიასა და რიშარლისონისგანაა დაკომპლექტებული. ცხადია, როდრიგო სათადარიგო მოთამაშედ ითვლება, თუმცა განვლილმა შეხვედრებმა უკვე ცხადყო, რომ ტიტე დიდ იმედებს ამყარებს შეგირდზე.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, „რეალის“ მოთამაშე 75-ე წუთზე ჩაერთო საქმეში და აქტიურობით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება შვეიცარიელებთან დაპირისპირებას, როდესაც ნეიმარი ტრავმის გამო უქმობდა, დამრიგებელმა მეორე ტაიმის სტარტზევე უხმო მას დასახმარებლად. ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავად ჩაერთო საქმეში სან პაოლოს მკვიდრი. მან 50-ე წუთზე ყვითელი მიაღებინა მოწინააღმეგეს, ხოლო 83 წუთზე, საგოლე გადაცემა უწილადა კაზემიროს. მას თავადაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ერთ შემთხვევაში მეკარემ იხსნა გუნდი, მეორეში კი მცველი გადაეფარა დარტყმულს.

„ყვითლები“ ჯგუფური ეტაპის ბოლო პაექრობას კამერუნთან ჩაატარებენ. მსოფლიოს ფეხბურთის გრანდს უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალური ეტაპის საგზური. აფრიკელის წინააღმდეგ, ადგილობრივი პრესა სწორედ როდრიგოს მოიაზრებს სასტარტო შემადგენლობაში. მან ეს დაიმსახურა! dle 10.1


1

29 ნოემბერი 2022 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
მანჩესტერის რონალლდუსა და პორტუგალიის რონალდუს შორის დიდი განსხვავებაა. მანჩესტერში საშინელება იყო მარა ახლა გოლის გარდა ბევრ მომენტში დიდი წვლილი შეაქვს, მაგაზე ზარალის თქმა უკვე ზედმეტია :დდ მჯერა კიდე ბევრჯერ გაამწარეს ,,ხეიტერებს,, :დდ

2

29 ნოემბერი 2022 14:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ფბ ექსპერტები რითი ამჯობინებენ საფრანგეთს ამ ბრაზილიას ვერ გამიგია. ერთი მბაპე & თეოს დუეტით თუ დაიკვეხნიან ბრაზილიასთან შედარებით🤷‍♂️ დანარჩენი მეკარით, დაცვით ( რომელმაც სერბეთს და შვეიცარიას კარში არ დაარტყმევინა) ცენტრი, შეტევა, ორგანიზებულობა და რაც მთავარია უმაგრესი სკამი. თითქმის ყველაფრით ჯობნიან ჩემი აზრით საფრანგეთს, იმედია წამოიღებენ კიდეც მსოფლიოს. ბრაზილიის ქართულმა ფეიჯმა დაწერა ოფიციალურად გამოჯანმრთელდაო ნეი სრულიად და ეგეც რამხელა ძალაა ნაკრებში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)