ხორვატიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის შეხვედრაში გაგორებული ყაიმის შემდეგ, მოქმედმა ვიცე ჩემპიონებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს კანადელების წინააღმდეგ.


შეხვედრა დალიჩის შეგირდებისათვის არასასიამოვნოდ დაიწყო, ვინაიდან ჩრდილო ამერიკელებმა დებიუტშივე მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თუმცა შემდეგ ევროპელებისაგან 4 უპასუხო გოლი მიიღეს. ლუკა მოდრიჩმა 86 წუთის განმავლობაში უკაპიტნა თანამემაულეებს. 37 წლის ნახევარმცველმა საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. მოედნის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, გაფრთხილება მიიღო.

მოდრიჩის მონაგარი შემდეგნაირად გამოიყურება: 48 გადაცემა (86% სიზუსტით), 2 გადამწყვეტი პასი, 5 ჩაწოდება, 3 ვარდნა და 1 დრიბლინგი.

ხორვატია: ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი (პაშალიჩი 86), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 86); კრამარიჩი (ვლაშიჩი 72), ლივაია (პეტკოვიჩი 60), პერიშიჩი (ორშიჩი 86)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

კანადა: ბორიანი; ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, ლარიეა (ჰოილეტი 62); ბიუკენენი, ჰატჩინსონი (ადეკუგბე 72), ეუშტაკიუ (კონე 46), დევისი; ლარინი (ოსორიო 46), დევიდი (კავალინი 72)
მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი

გოლები: 0:1 დევისი (2), 1:1 კრამარიჩი (36), 2:1 ლივაია (44), 3:1 კრამარიჩი (70), 4:1 მაიერი (90)

F ჯგუფში ბოლო ტურის წინ მეტად საინტერესო სურათია. ხორვატიასა და მაროკოს 4-4 ქულა აქვთ, ბელგიას 3, ხოლო კანადას 0. მერვედფინალისტების ვინაობა 1-ელ დეკემბერს გაირკვევა, როდესაც ხორვატები „წითელ ეშმაკებს“ შეერკინებიან, ხოლო აფრიკელები კანადელებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)