ფერნანდო მორიენტესი:"მე მადრიდისტა ვარ"

ფერნანდო მორიენტესი "ვალენსიაში" გატარებული არც თუ ისე კარგი სეზონის შემდეგ გადაბარგდა საფრანგეთში,სადაც დაიცავს "მარსელის" ღირსებას.ფრანგული კლუბი წელს მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე."რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერვიუს დროს "სამეფო კლუბზეც" ისაუბრა.


2004 წელს "მონაკოში" ძალიან ახლოს იყავით მოგეგოთ მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასი,რითაც გაასწრებდით თქვენ მადრიდელ მეგობრებს...

დიახ,ის წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.ჩვენ ფინალში "პორტუსთან" წავაგეთ,მაგრამ თავს გამარჯვებულად ვთვლიდით,რადგან ჩვენ ფინალამდე ისეთი გუნდები გამოვთიშეთ ასპარეზობას,როგორებიცაა "რეალი","პსვ","ჩელსი" და გავედით ფინალში,რაც გრანდიოზული იყო ჩვენთვისაც და კლუბის ფანებისთვისაც.

თქვენ გოლი გაუტანეთ "რეალს".როგორი გრძნობაა,როცა ყოფილ კლუბთან გოლი გაგაქვს?

ცხოვრებაში ასე ხდება.მე მადრიდისტა ვარ,ვაღიარებ(იცინის).სწორედ 2004 წელს მადრიდელებმა გამიშვეს არენდით "მონაკოში" და ბედის ირონიით,ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს.

ეს ისეთივე გრძნობა არაა,როგორც მეტოქის კარში გატანილი გოლი...

მართალია,მაგრამ მე ვიყავი "მონაკოს" ფეხბურთელი და ვალდებული ვიყავი მეკეთებინა ჩემი სამუშაო."რეალთან" გასვლა ძალიან ძნელი იყო.

და ამ სეზონში არ გსურთ შეხვდეთ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მარსელის" შემადგენლობაში?

"რეალი" ამ სეზონში ძალიან გაძლიერდა და კარგი იქნება თუ მათ არ შევხვდებით.

შენ გითამაშია ესპანეთის,საფრანგეთის,ინგლისის ჩემპიონატებში.რომელი მოგეწონათ განსაკუთრებით?

რა თქმა უნდა ესპანეთის ჩემპიონატი.მე სწორედ აქ ვეზიარე ნამდვილ ფეხბურთს და მიმაჩნია საუკეთესო ჩემპიონატებს შორის.ესპანეთი ძალიან მიყვარს.

მაგრამ ფრანგული ფეხბურთი თქვენთვის განსაკუთრებულია,არა?

დიახ და არა იმიტომ,რომ ერთი წელი "მონაკოში" გავატარე.აქ განსაკუთრებული ხალხია.მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს ამ ქვეყანაში.კარგი ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან და ხალხთან.

მადრიდის "რეალი" შენი ცხოვრების გუნდია...

"რეალმა" ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში.როგორც ადრე ვთქვი,თავს მადრიდისტად ვთვლი.ვისურვებდი წელს მათ მოიგონ ლა ლიგა.სამი წელი "ვალენსიაში" ვთამაშობდი,მაგრამ ამ გუნდს მაინც ყოველივე კარგს ვუსურვებ.

რა კარგი მოგონებები გახსენდება "რეალზე"?

გამარჯვება ამსტერდამში.დაუვიწყარია.ჩემი პირველი გამარჯვება "რეალში".მე ვიყავი ახალგაზრდა და ძალიან მინდოდა ტიტულების მოგება.

და ცუდი მოგონებები?

ყველაზე ცუდი მოგონებები იყო ტრავმები.ჩემი ყველაზე ცუდი მოგონებაა,როცა გავიკეთე ოპერაცია.ძალიან ცუდად მახსენდება.

როგორ ფიქრობ,შენს მიერ მოპოვებული ტროფეების,ბიოგრაფიის და გატანილი გოლების შემდეგ გაფასებენ ესპანეთში?

მე მუდამ ვფიქრობდი,რომ მაფასებდნენ.ხალხისგან ვგრძნობდი სიყვარულს როგორც სპორტში,ისე ცხოვრებაში.ესპანეთში ქუჩებში ხალხი მუდამ კარგად მეპყრობოდა,რაც ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევდა.

რას ფიქრობ ფლორენტინო პერესის დაბრუნების შესახებ?

თუ ის დაბრუნდა,ე.ი. იგრძნო,რომ მადრიდს სჭირდებოდა დახმარება.ყველა ხვდებოდა,რომ ხალხს სურდა ის მოსულიყო კლუბის სათავეში.ახლა ისევ არის ისეთი გუნდი,რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ნებისმიერი ტიტულისთვის.ვფიქრობ მათ კარგი სეზონი ელოდებათ.

თქვენ თამაშობდით ხაბი ალონსოსთან ერთად "ლივერპულში"...

ხაბი ალონსო ნებისმიერი გუნდისთვის ტვინია."რეალი" ყველა პოზიციაზე ფლობს დიდებულ ფეხბურთელებს,მაგრამ ხაბი თავისებურ ეშხს შეიტანს მადრიდელთა თამაშში.ვფიქრობ კარგი ტრანსფერია მადრიდელთათვის.

ალონსო ის ფეხბურთელია,რომელიც სჭირდებოდა "რეალს"?
ჩემი აზრით,ის შეძლებს გახდეს გუნდის ძირითადი ბირთვი.მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი რასაც წარმოადგენს.ის პრობლემებს მოაგვარებს ნახევარდაცვაში.

და რას ფიქრობ,ამ ტრანსფერების შემდეგ შენი მეგობარი რაული მოახერხებს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას?

რაულს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.მან ეს ყველაფერი თავისი გოლებით დაამტკიცა.ხალხი მას უნდა აფასებდეს.მასზე ძალიან ბევრს საუბრობენ,მაგრამ ის აგრძელებს წყნარად მუშაობას.მთავარია ის იტანს გოლებს.

ვინ იქნება გამოკვეთილი ლიდერი ახალ "რეალში"–კრისტიანო რონალდო,კაკა,ბენზემა თუ ხაბი ალონსო?

თამაშის მანერით კრისტიანო რონალდო,მაგრამ მე თუ მკითხავთ დავასახელებდი კაკასა და ხაბი ალონსოს.ეს ორი ფეხბურთელი დიდებულ წყვილს შექმნის,რომლებიც მოამარაგებენ თავდამსხმელებს პასებით.კაკა და ალონსო გუნდის ლიდერები იქნებიან.

და გასული წლის "ბარსელონა" როგორ მოგეწონათ?

არა,მე ისინი არ მომეწონა:ისინი მე ძალიან მომეწონა(იცინის).ეს არის ოცნების გუნდი,რომლის შექმნაც ბევრ გუნდს სურს.მათ ჩაატარეს დიდებული სეზონი ყველა მხრივ.მათ მოიგეს სამი ტიტული.ეს ძალიან ძნელია.

დიახ,ერთი ტიტულის მოგებაც ძნელია...

ლა ლიგის,ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგება ძალიან ძნელი საქმეა.ეს მხოლოდ ღირსეულ გუნდებს შეუძლიათ.მათ სერიოზული ჰანდიკაპი აქვთ:"რეალს" ისღა დარჩენია შექმნას დიდებული გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებისგან.

მესი ამ ეტაპზე საუკეთესოა მსოფლიოში?

კარგი ფეხბურთელია(იცინის),თუ საუკეთესო არა,სამ მსოფლიო დონის ფეხბურთელს შორის იმყოფება.ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი დადებითი მხარეები.ის ძალიან კარგად თამაშობს "ბარსელონაში".

შენ ალბათ მზად ხარ საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ...

არც ისე,მე ჯერ კიდევ სასტუმროში ვცხოვრობ და ვეძებ სახლს.ყველაფერს მოვაწყობ და ვუყურებ ყველა მატჩს(იცინის). dle 10.1

  • faqo
  • 17 აგვისტო 2009
  • 3304
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)