ბრაზილიის დამაჯერებელი გამარჯვება - ვინისიუსი ასისტით გამოირჩა [VIDEO]

ტიტეს შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში დამაჯერებელი გაამრჯვება მოიპოვეს.


ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა რიჩარლისონის დუბლის წყალობით 2-0 დაამარცხა სერბეთი. მუნდიალის სადებიუტო დაპირისპირებაში, ვინისიუსი საწყისი წუთებიდან ირჯებოდა მოედანზე და მეორე გოლის ეპიზოდში, სწორედ მან ჩაითვალა ასისტი. „რეალის“ შემტევი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის, მეტად აქტიური იყო და არა ერთი წარმატებული დრიბლინგი თუ გადამწყვეტი პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ვინი 79-ე წუთზე როდრიგო გოეშმა შეცვალა. ამ უკანასკნელმაც ოცნება აიხდინა მუნდიალის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით. რაც შეეხება ედერ მილიტაოს, ცენტრალური მცველი სათადარიგოდან ადევნებდა თვალს მატჩის პერიპეტიებს.

ბრაზილია: ალისონი; დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო; პაკეტა (ფრედი 75), კაზემირო; რაფინია (მარტინელი 87), ნეიმარი (ანტონი 79), ვინისიუსი (როდრიგო 79); რიჩარლისონი (გაბრიელ ჟეზუსი 79)
მწვრთნელი: ტიტე

სერბეთი: ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი, მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი (რადონიჩი 57), ლუკიჩი (ლაზოვიჩი 66), გუდელი (ილიჩი 57), ს. მილინკოვიჩ-სავიჩი, მლადენოვიჩი (ვლაჰოვიჩი 66); ტადიჩი; მიტროვიჩი (მაკსიმოვიჩი 83)
მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

გოლები: 1:0 რიჩარლისონი (62), 2:0 რიჩარლისონი (73)

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)