ისტორია - პირის მოხსენება, რომელმაც პრესაში გაჟონა

გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი დროებით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.


2000 წლის აგვისტოში, გუნდის სპორტული დირექტორის, ხოსე მარტინეს სანჩესის „პირის“ მოხსენება (აპრილში დაწერილი), რომელშიც შეჯამებული იყო იმდროინდელი ფორმაციის „რეალის“ ფეხბურთელების მიერ ჩატარებული სეზონი, ესპანური პრესის ფურცლებზე მოხვდა, რამაც სერიოზული დისკუსია გამოიწვია როგორც გულშემატკივრებში, ასევე ფეხბურთელებში. ცხადია, მსგავსი ხასიათის დოკუმენტი ნებისმიერ კლუბში იქმნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სააშკარაოზე მოხვედრა ყოვლად დაუშვებელია. მაშინ, „ბლანკოსმა“ აღნიშნულ ფაქტ დაუდევრობა უწოდა.

მაშასადამე, გთავაზობთ პირის მოხსენებას „რეალის“ შემადგენლობის წევრებზე:

ბოდო ილნერი: „მან გააუმჯობესა თანაგუნდელებთან ურთიერთობები. გერმანელი საჭიროებს თავდაუზოგავ ვარჯიშებს, რათა ფორმის აღდგენა მოახერხოს. ფხიზელი მეკარეა, არაფერი შეუსაბამო, საიმედოა, რთულად ასპარეზობს გამოსვლებზე და ცოტათი მოუხერხებელია ფეხით თამაშის დროს. მასნ მარჯვენა მხრის ქრონიკული ტრავმა აწუხებს და მისი მომავალი გაურკვეველია მუდმივი დისკომფორტიდან გამომდინარე. ბოდო უკვე 33 წლის არის. კასილიასისა და ცეზარის ფონზე გაუჭირდება მოედანზე გასვლა. თუ ის ახალ გუნდს იპოვის, შეუძლია წავიდეს და ჩვენც შემცვლელის (მესამე მეკარის) მოყვანაზე გადავერთვებით. მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია - 490 მლნ. პესო.“

ალბანო ბიზარი: „ახალგაზრდა, რომელსაც სწავლისა და წარმატების დიდი სურვილი აქვს. საკმაოდ შრომისმოყვარეა. როგორც მეკარე, გამოუცდელია. ხარვეზები აღენიშნება, განსაკუთრებით ხელების პოზიციის არჩევის ასპექტში. ის გაბედული და რისკიანია გამოსვლების მომენტში. მარჯვენა მხრის ტრავმა ჰქონდა და გაშვებული გოლების უმეტესობა, სწორედ ამის ბრალი იყო. ეს არადამააჯერებლობის მანიშნებელია. ჩატარებულ შეხვედრებში საკმაოდ ნერვიულობდა და ვერ ახერხებდა შესაძლებლობების გამოყენებას. მას კარგი პირობები აქვს, მაგრამ რთული იქნება მისი კვლავ ხილვა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ ეს არ უნდა გაგრძელდეს შემდეგ სეზონში - გასაყიდია.“

იკერ კასილიასი: „კლუბის ყველა ასაკობრივი შემადგენლობა გამოიარა. ძალიან კარგია ერთი ერთზე თამაშის დროს. ახასიათებს სიმამაცე და სიმშვიდე. არსებობს რაღაც, რაც უსაფრთხო არ არის მისი გამოსვლების მომენტში. მას არ ჰყოფნის სიმაღლე. იკერი საკმაოდ ახალგაზრდაა და კარგად ასპარეზობს ფეხით. დიდი მომავალი აქვს. მომდევნო სეზონში სეზართან ერთად პირველ გუნდში უნდა დარჩეს.“

მიჩელ სლგადო: „მას მხოლოდ მარჯვენა მცველის ამპლუაში შეუძლია ბურთაობა. ის ფიზიკურად ძლიერია, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, 90 წუთის განმავლობაში მუშაობით, სიმამაცითა და აგრესიულობით. ბევრი დუელი მისი გამარჯვებით სრულდება, თუმცა რიგ შემთხვევებში არის არაზუსტი და ვერ კითხულობს თამაშს. მას პატივს სცემენ თავდადებისა და მიზანსწრაფულობისათვის. საჭიროებს ტექნიკური და ტაქტიკური კომპონენტების გაუმჯობესებას. ის ახალგაზრდაა, გამარჯვებულის მენტალიტეტით. შემადგენლობისათვის ნიშანდობლივი ფიგურაა.“

კრისტიან კარამბე: „მას შეუძლია ასპარეზობა, როგორც მარჯვენა მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. ტექნიკურად მეტად სუსტია, თუმცა ფიზიკურად ძლიერი. შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ „რეალის“ კალიბრის მოთამაშედ არ ითვლება - გასაყიდია.“

ფერნანდო იერო: „ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისათვის. მისი ფიზიკური კონდიციები სახარბიელო არ არის, რაზეც უნდა ვიზრუნოთ. თუ მოვახერხეთ ამ მიმართულებით წინსვლა, კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეძლებს მაღალ დონეზე ასპარეზობას. ის მხოლოდ მაშინ მოახერხებს ფორმის აღდგენას, როდესაც ადეკვატურ მომზადებას გაივლის. უკვე 32 წლის არის და უკვე უნდა დავიწყოთ მისი შემცვლელის ძიება.“

აიტორ კარანკა: „მას მხოლოდ ცენტრალური მცველის (მარცხენა მხრიდან) პოზიციაზე ძალუძს თამაში. ტექნიკურად მოწოდების სიმაღლეზეა, აქვს კარგი პასი და შესანიშნავი დარტყმა. პრემიალურ სეზონს ატარებს, თუმცა დაცვის ხაზის დაჭერის მომენტში არადამაჯერებელია. მას არ აქვს ცუდი სიტუაციების მოლოდინი და შიში. მშვენიერი ადამიანია, მშრომელი და კარგი კომპანიონი, თუმცა, ვგონებ, ჩვენთან აღარ უნდა გააგრძელოს კარიერა - გასაყიდია.“

ივან კამპო: „მას მხოლოდ ცენტრალურ მცველად დადგომა შეუძლია. ის წარმატებით აკონტროლებს ბურთს და გამოირჩევა სირბილით, როგორც მოკლე, ასევე შორ დისტანციაზე. ფიზიკურად ძლიერია და მეორე სართულზეც შესანიშნავად იბრძვის. ყველანაირი რესურსი აქვს, რათა ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს. ზედმეტად თავდაჯერებულია ბურთთად ერთად, მაგრამ ზოგჯერ არადამაჯერებლობას ავლენს, განსაკუთრებით როდესაც „ბერნაბეუზე“ უწევს ასპარეზობა. საინტერესო მოთამაშეა. ახლა უფრო მოტივირებულია და შესაბამისად, უნდა დარჩეს ჩვენთან.“

რობერტო კარლოსი: „სამაგალითო მოთამაშეა. ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი შემცვლელი არ არსებობს.“

ხავიერ დორადო: „მხოლოდ დაცვის მარცხენა ფრთაზე შეუძლია თამაში. ძლიერი ფეხი აქვს და გამოირჩევა ბურთის კონტროლითა და პასით, თუმცა საკმაოდ ნელია და არ ყოფნის აგრესიულობა. მასში არ ზის „რეალის“ ფეხბურთელის ხასიათი. ტრანსფერზე დავაყენოთ ან იჯარით გავუშვათ (გამოსყიდვის უფლებით).“

ფერნანდო რედონდო: „შესანიშნავი პროფესიონალი. ტექნიკურ ნაწილში მეტად კარგია, თუმცა თამაშობს საკმაოდ ჰორიზოლტალურად, მოკლე დისტანციაზე და აუჩქარებლად. არის ფიზიკურად ძლიერი და ამასთანავე შრომისმოყვარე. მისი ადგილია ნახევარდაცვაში. შემადგენლობაში ნიშანდობლივი ფეხბურთელია თავისი თბისებებიდან გამომდინარე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. თანაგუნდელები ენდობიან მას.“

ივან ელგერა: „მას შეუძლია ასპარეზობა ნახევარმცელის, ცენტრალური მცველისა და თავისუფალი მცველის რანგში. დისციპლინირებული მოთამაშეა, რომელიც კარგად ართმევს დაცვს ტაქტიკურ დავალებებს. უკეთესად გამოიყურება სტუმრად ჩატარებული პაექრობების დროს. როდესაც მთლიან კონცენტრაციას მოახდეს მის როლზე, გაცილებით მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება „რეალისათვის.““

ჯერემი: „შეუძლია ასპარეზობა მოედნის ცენტრში ან მარჯვნივ. მასში ვერ ვხედავ ორანიზატორს. ძლიერი, შეუჩერებელი და შრომისმოყვარეა, თუმცა საკმაოდ შეზღუდულია მისი პოტენციალი, ვინაიდან მეტად მოიკოჭლებს პასში, ბურთის კონტროლსა და დრიბლინგში. ის ვერ გახდება ძირითადის ფეხბურთელი. გუნში იკავებს უცხოეული მოთამაშისადმი განკუთვნილ კვოტას. შემდეგ სეზონში კი მხოლოდ 3 არაესპანელის ყოლის უფლება გვაქვს - გასაყიდია.“

გუტი: „მას შეუძლია მოირგოს შემტევი ნახევარმცველის როლი. ტექნიკურ ასპექტში საკმაოდ ძლიერია, ბრწყინვალედ არჩევს პოზიციას, აღჭურვილია შესანიშნავი დარტყმითა და პასით. ყველანაირი პირობა გააჩნია, თუმცა მისი ქცევები „რეალისათვის“ არადამახასიათებელია. მას არ აქვს კარგი ურთიერთობები არც მოედანზე და არც მის მიღმა. მიუხედავად თავისი არსენალისა, გაუჭირდება მადრიდში წარმატების მიღწევა. თავიანთ პროფესიაზე ორიენტირებულნთა რიგებს არ მიეკუთვნება. მასთან დაკავშირებით თუ გვექნება კარგი წინადადება, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ.“

სტივ მაკმანამანი: „ინგლისელს შეუძლია თამაში მარჯვნივ, მარცხნივ ან თავისუფალი ნახევარმცველის ამპლუაში. არის ტექნიკური და კარგად იჭერს ბურთს. ფიზიკურობით ვერ გამოირჩევა, მაგრამ შრომისუნარიანია. მისი შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მაღალია, რასაც ვეტყვით ვიტყვით თავდაცვით შესაძლებლობებზე. შესანიშნავი ადამიანი და პარტნიორია. ტრავმის გამო თავდაჯერებულობა დაკარგა. თუ შეძლება სეზონის სტარტისთვის ფორმის აღდგენას, ძალიან წაგვადგება.“

სამუელ ეტოო: „ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკურად და ფიზიკურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. კარგი პირობები აქვს წარმატებისთვის. დიდი მომავალი ელოდება, თუმცა კორექტირება უნდა შეიტანოს თავის ქცევებში. ჩვენს დახმარებას საჭიროებს, რათა სხვებთან ურთიერთოები გააუმჯობესოს. კარგი იქნება, თუ შემდეგ სეზონში გავანათხოვრებთ.“

ელვირ ბალიჩი: „ტექნიკური კომპონენტით გამოირჩევა, ამასთანავე აქვს ძლიერი დარტყმა, რაც მისი სავიზიტო ბარათია. მუხლზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც მასში ვერ ვხედავ კარგ ვერც მორალურ და ვერც ფიზიკურ მდგომარეობას. ის მზად არ არის გასაგრძელებლად - გასაყიდია.“

ფერნანდო მორიენტესი: „შესანიშნავი ცენტრალური ფორვარდი. შესანიშნავი ადამიანი და მოთამაშე, თუმცა ახლა წარმატებული სვლით ვერ იწონებს თავს. ის გუნდისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სასიცოცხლოდ.“

რაული: „დიდებულია ყველაფერში. გამოირჩევა მტკიცე ხასიათით. ის ძალიან გვჭირდება.“

პერიცა ოგნენოვიჩი: „ის არ არის ჩვენი დონის ფეხბურთელი - გასაყიდია.“

სავიო: „შეუძლია მარცხნივ ან მოედნის ცენტრში ბურთაობა. ფიზიკურად მყიფეა, თუმცა მამაცი. ტექნიკურად მოწოდების სიმაღლეზეა, მარტივად აკონტროლებს ბურთს. ის მცველი არ არის, შესაბამისად, მისი ადგილია შეტევაში. მას არ ძალუძს წინ და უკან სირბილი, ვინაიდან კონდიციები არ აძლევს ამის საშუალებას.“

მანოლო სანჩისი: „შესანიშნავი მოთამაშე, ვეტერანი, რომელიც არ ქმნის არანაირ პრობლემას. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როდესაც თამაშობს, ყოველთვის თავდაჯერებულობას გრძნობს. კიდევ 1 სეზონის განმავლობაში შეუძლია დიდ ფეხბურთში დარჩენა.“

ნიკოლას ანელკა: „ფრანგის მთავარი ღირსება არის სისწრაფე. მისი აღნაგობა იდეალურია ფეხბურთელისათვის. საკმაოდ სხრატად გადაადგილდება და ცვლის სიჩქარეს. საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ესაჭიროება სივრცე. კარგია კონტრ შეტევის დროს. მისი უარყოფითი მხარე არის ჩაკეტილობა და სხვების მიმართ უნდობლობა. შემადგენლობის მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან პრობლემები აქვს. მეტად გაურთულდება წარმატების მიღწევა „რეალში.“ რაც შეიძლება მალე უნდა გავყიდოთ. დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია გვქონდა ზეედორფთანაც.“

ედვინ კონგო: „არ არის „რეალის“ დონის - გასაყიდია.“

როდრიგო ფაბი: „ტექნიკურად კარგია მარცხნივ თამაშის დროს. აქვს კარგი დარტყმა და დრიბლინგი, მაგრამ ცოტას მუშაობს - გასაყიდია.“

ალბერტ სელადესი: „შეუძლია ითამაშის მარჯვნივ და ნახევარდაცვის ცენტრში. ის ვერ გახდება ძირითადის ფეხბურთელი, თუმცა იქნება დამატებითი. შეიძლება შეთანხმების მიღწევა „სელტასთან“ და მისი გაცვლა მაკელელეში, სერჟიოში ან ჟოროვიჩში.“

კამბიასო, კანაბალი, სეზარ პრატესი და მეკა: „ოთხივეს შემთხვევაში იჯარა.“ dle 10.1


1

21 ნოემბერი 2022 18:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5254
ან ირანს ან კატარს რა უნდა მსოფლიოზე ხვალ კიდე საუდის არაბეთს გაპუტავენ

2

22 ნოემბერი 2022 05:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45
ძალიან საინტერესო სტატიაა. სელადესი ბოლო ბოლომაკელელეში გაიცვალა ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)