ისტორია - ქართველების თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“

გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.


1982 წელს, ესპანეთში 1 თვიან შეკრებაზე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც 12 წლიანი პაუზის შემდეგ, ზაფხულში მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

11 თებერვალს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიგეგმა „რეალისა“ და სსრკ-ის გუნდის ამხანაგური შეხვედრა. აღნიშნულ ღონისძიებას 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და საკმაოდ აქტიურად გაშუქდა პრესაში. როგორც იწერება, ადგილობრივი ქომაგები აპლოდისმენტებით დახვდნენ მეტოქე გუნდს.

აღსანიშნავი და საგულისხმოა, რომ საბჭორა კავშირს ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე კაპიტნობდა. მასთან ერთად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს ასპარეზობა ვიტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა, ხოლო მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოვიდნენ თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელია.

სამეფო კლუბის ფეხბურთელები 2 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა მატჩის მიწურულს, სტუმრებმა მოახერხეს წონასწრობის აღდგენა და საბოლოოდ ტაბლოზე 2-2 დაფიქსირდა.

„რეალის“ შემადგენლობა: მარიანო გარსია რემონი (კ), ხუანიტო, ხოსე ანტონიო სალგერო, ანდრეს საბიდო, ისიდრო, ანხელი, ნავახას ანტონიო გარსია (ხოსე მანუელ ესპინოსა, 46), ხუან ანტონიო კარსელენი, ფრანცისკო პინედა (რიკარდო ალვარესი, 79), პაკო და ანხელ ოიოსი (მიჩელი, 65).
მწვრთნელი: ვუადინ ბოშკოვი

სსრკ ნაკრების შემადგენლობა: დასაევი, იური სუსლოპაროვი (ხორენ ოგანესიანი, 72), ალექსანდრე ჩივაძე (კ), სერგერი ბალტაჩა, ანატოლი დემიანენკო, ლეონიდ ბურიაკი, სერგეი ანდრეევი (რამაზ შენგელია, 46), ვიტალი დარასელია (თენგიზ სულაქველიძე, 46), იური გავრილოვი, დავით ყიფიანი (ვლადიმირ ბესონოვი, 46) და ოლეგ ბლოხინი.
მწვრთნელი: კონსტანტინ ბესკოვი

გოლები: ოიოსი (55), პაკო (67), გავრილოვი (85) და ბურიაკი (87). dle 10.1


1

17 ნოემბერი 2022 10:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
საინტერესო სტატიაა

2

17 ნოემბერი 2022 19:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
საინტერესო იყო, შემდეგში იქნებ დინამო თბილისასა და რეალის დაპრისიპირებაზე დაწერო, ბერნაბეუს თასზე შეხვდნენ თუ არ ვცდები

3

17 ნოემბერი 2022 21:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2104
მე მგონი ყიფო დამტვრეული იყო მაგ დროს?!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)