ისტორია - ხაიმე ლასკანოს შედეგი კვლავ განუმეორებელია

გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.


1929 წლის თებერვალში ესპანეთის ჩემპიონატი დაარსდა და შესაბამისად სტარტიც აიღო. „რეალი“ პირველი მეტოქე ახალ ტურნირზე ბარსელონური „ევროპა“ გამოდგა, რომელსაც 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პაექრობის გმირად ხაიმე ლასკანო მოევლინა გულშემატკივრებს. ის ჩემპიონატის დაწყებამდე „რეალმა“ „ოსასუნადან“ გადაიბირა 6000 პესოს სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, ტრანსფერის ფუძემდებელი დონ სანტიაგო ბერნაბეუ იყო, რომელიც შემდეგ იხსენებდა: „ლასკანომ მყისვე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, თუმცა იმედების ვერ გამართლების შემთხვევაში, პირადი სახსრებით მომიწევდა კლუბის ბიუჯეტში გადახდილი თანხის დაბრუნება...“

ლასკანომ „ბლანკოსის“ სადებიუტო შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, რაც დღემდე განუმეორებელი შედეგია კლუბში. მან ოთხივე შედეგიანი დარტყმა მეორე ტაიმში განახორციელა (50-ე, 59-ე, 75-ე და 83-ე წუთებზე). ამასთანავე, ხაიმემ ჩაიწერა აქტივში „რეალის“ პირველი გოლი ესპანეთის პირველობაზე.

ხაიმე ლასკანო მადრიდელების ღირსებას 1928-1935 წლებში იცავდა. საერთო ჯამში მან 147 ოფიციალურ შეხვედრასა და 82 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი. მან გუნდის რიგებში 10 ტიტულის დაბევებაც მოახერხა (2 გზის ესპანეთის ჩემპიონი, 1 გზის ესპანეთის თასის მფლობელი და 7 გზის რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებული).



ჩვენი თხოვნაა, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ ჩვენს ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით... dle 10.1


1

16 ნოემბერი 2022 18:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45
მივესალმები 🙏

2

16 ნოემბერი 2022 19:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: kaspera.
მივესალმები 🙏

+1
რა ჯობია საინტერესო ინფორმაციებს fellow

3

16 ნოემბერი 2022 20:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
მშვენიერია მეტი ადმინი მეტი მრავალფეროვნება კარგია მივესალმები მით უმეტეს ესეთ ინფორმაციებს რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია

4

17 ნოემბერი 2022 04:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოჩაღ კაია! ისე გრანდებზეც რომ გაიხსენო ეგეთი ამბები! უფრო მეტი ხალხი შემოვა აქ ადმინ! გასაგებია რომ მადრიდის გვერდია,უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)