ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენცია გამართა

მაურინიო: "რონალდო არის რონალდო და დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს ჩემთან ერთად"


ჟოზე მაურინიომ პარასკევს პრეს-კონფერენციაზე განიხილა, როგორი წინასეზონი იყო ლოს ანჯელესში.

"ჩვენ ვმუშაობთ ყველაფერზე. ფიტნეს სამუშაოს ვაკავშირებთ ფსიქოლოგიურ სამუშაოს. მაგალითად 10 კაცს 6 კაცის წინააღმდეგ ვათამაშებთ და 6 კაციანი გუნდი 2-0 უპირატესობით იწყებს თამაშს. მეორე გუნდმა ანგარიში 10 წუთში უნდა შემოატრიალოს. ასე ვაერთებთ ფიტნეს ვარჯიშს ფსიქოლოგიურ ვარჯიშთან. ამერიკის წინააღმდეგ, როდესაც 2-1 ვაგებდით, თამაშის ამოტრიალება შევძელით. მაგალითად ავიღოთ რონალდო. მე-60 წუთზე ის უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მან მთხოვა არ შემეცვალა, რათა მოეგო მატჩი."

"რეალ მადრიდი არის გუნდი, რომელიც იწვევს ძალიან მაღალ პერსპექტივებს. ის მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდია. დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვხვდები რისგანაა გაკეთებული ეს გუნდი და მინდა გავხდე მადრიდის "რეალის" ისტორიის ნაწილი."

"ფეხბურთში შენ ბოლო წუთში უნდა დაიღალო და არა მატჩის დასაწყისში რაც ჩვენ გვემართება ახლა, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მიზეზი რატომაც გავაუქმეთ ვარჯიში არის ის, რომ მოთამაშეებს მეტი დრო მივცეთ დასვენებისთვის."

"კაკასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აღარ არის შეკითხვები მის მდგომარეობასთან და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. როგორც გუნდის ლიდერი, არ შემიძლია დავკარგო დრო ფეხბურთელის დატირებაში. სხვა მოთამაშეებს აქვთ ჩემი იმედი. ჩემი ფილოსოფია არ მაძლევს ეჭვის და ტირილის უფლებას. არავითარი ეჭვი არ მაქვს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. აღარ ვილაპარაკებ კაკაზე, სანამ არ დაბრუნდება."

"კრისტიანო ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებს და ვფიქრობ ის კმაყოფილი იქნება ჩემი ვარჯიშის მეთოდებით. მინდორზე რონალდო არის რონალდო და დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს ჩემთან ერთად"

"რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს, ასე რომ როდესაც ვინმე გადაწყვიტავს მაჩუქოს საჩუქარი, ეს ძალიან განსხვავებული უნდა იყოს. პრეზიდენტი და მისი პერსონალი თუ გადაწყვიტავენ რამე მაჩუქონ, ეს ძალიან კარგი უნდა იყოს. მათ საფიქრელად და საყიდლად აქვთ თვე."

"პრობლემას გუნდის სიასთან და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებებთან არავითარი კავშირი არ აქვს დელ ბოსკესთან, არამედ აქვს FIFA-სთან და კალენდართან. საბედნიეროდ ვიცნობ ჩემ ფეხბურთელებს. ვიმედოვნებ დელ ბოსკემ იცის გაუმკლავდეს სიტუაციას და იმასაც, რომ ის არ გადატვირთავს, მოთამაშეებს."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 7 აგვისტო 2010
  • 1808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (37)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)