რა უთხრა ვინისიუსმა „კადისის“ ფეხბურთელებს?

„რეალისა“ და „კადისის“ განვლილი დაპირისპირება (2-1) საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, სტუმარი გუნდის ფეხბურთელმა ფალი ხიმენესმა მეტად აგრესიულად ითამაშა როდრიგოს წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ამ უკანასკნელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა.


„როდრიგოსთვის ბურთის წართმევის განზრახვა მქონდა და არა ზიანის მიყენების. თუ შენელებული კადრით გადავახვევთ აღნიშნულ ეპიზოდს, იმაზე მძიმედ მოგვეჩვენება, ვიდრე რეალურად იყო. რა თქმა უნდა, მყისვე მოვუბოდიშე ბრაზილიელს

არიან მოთამაშეები, რომლებსაც ბევრის ატანა უწევთ მოედანზე. ვინისიუსმა ჩვენ გვითხრა, რომ „კადისი“ მეორე დივიზიონის გუნდია. ცხადია, თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელები საუბრობენ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი და მისი გადაკვეთა დაუშვებელია.

ვინისიუსი და როდრიგო კარგი ბიჭები არიან. მე ცუდს არაფერს ვიტყვი მასზე. უმჯობესია, რომ საერთოდ არ გავაკეთო კომენტარი. ისეთ კლუბში, როგორიც „რეალია,“ საჭიროა საკუთარი ქმედებების კონტროლი. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, ვინაიდან ერთ საქმეს ვემსახურებით“ - დასძინა ნამატჩევს ფალი ხიმენესმა.

MARCA dle 10.1


1

11 ნოემბერი 2022 13:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3142
ტყუილი არ უთქვამს კაცმა რომ თქვას მაგრამ უნდა იცოდეს სად რა უნდა თქვას, აღარაა პატარა ბიჭი

2

11 ნოემბერი 2022 14:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
სადაც საჭირო იყო, იქ თქვა

3

11 ნოემბერი 2022 14:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
მართლა მეორე დივიზიონის გუნდია. ნაჯახები და ანტიფეხბურთის მოყვარულები, 11 კაცი დაცვაში.
აი რაიოსნაირები გაადმოვიდნენ, საკაიფო ფეხბურთს უბერავენ გრანდებთანაც, სამაგალითოდ უთამაშეს რეალთან. იმედია ბარსასაც ეგრე გაუტ.რაკებენ

ვინისიუსს კი გასაგებია ბევრს ურტყამდნენ მაგრამ მასე მესის და რონალდუს ნაჯახით დასდევდნენ მაგრამ ენა წაგდებული არ ჰქონდათ. თამაშზე მეტი კონცენტრაცია და მეტი პროფესიონალიზმი მართებს.

4

11 ნოემბერი 2022 17:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KingLeo10m
ტყუილი არ უთქვამს კაცმა რომ თქვას მაგრამ უნდა იცოდეს სად რა უნდა თქვას, აღარაა პატარა ბიჭი

ტყუილია თურაა კადისი რო მეოორე დივიზიონის გუნდია?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)