კროოსი: „სწორედ ეს იყო მათი ჩანაფიქრი“

ტონი კროოსმა „კადისის“ კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რაც გუნდს 3 ქულის მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. გერმანელმა ნახევარმცველმა ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.


„საშუალება მომეცა გატანილი გოლით დავხმარებოდი გუნდს და ბედნიერი ვარ ამით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წუთის განმავლობაში საქმე გავირთულეთ, საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრის მიწურულს სრულიად არასაჭირო ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში, რამაც სიტუაცია ცოტათი დაძაბა. ჩვენ ვიმსახურებდით მოგებას.“

„მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზე გამოვიყურებით, თუმცა ჯერ ადრეა საუბარი. მომდევნო წელს განვაგრძობთ ტიტულებისთვის ბრძოლას. თითოეული ტურნირი საკმაოდ რთულია მოსაგებად. ჩვენს წინაშე იქნება ესპანეთის სუპერ თასის, მსოფლიო საკლუბო მუნდიალის, ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის თასები. გუნდი ყველაფერს გააკეთებს ტრიუმფისთვის.“

„მეტოქე თავდაცვის საკუთარი სტილით გამოირჩეოდა, მაგრამ მსგავს შემთხვევბში სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვეული ფეხბურთის დემონსტრირება გვმართებს. თუ ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე იქნებოდა ცუდი, მაშინ სწორედ მოწინააღმდეგეს დავემსგავსებოდით და ვფიქრობ, ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ. ყოველთვის ვამჯობინებ ასეთი პროცესებისგან შორს ყოფნას და ფეხბურთის თამაშს, ვინაიდან ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)