ანჩელოტი:„თუ მას „რეალიდან“ წასვლა უნდა, ვერავინ გააჩერებს“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„2022 წელი ჩვენთვის დაუვიწყარი იყო. სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ არაერთი მაგიური საღამო იხილა. გვსურს, რომ წლის ბოლო დაპირისპირება გამარჯვებით დავასრულოთ და კარგი მოგონებები დაგვრჩეს. ვალდებულნი ვართ, აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ და ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი განწყობით წავიდნენ.“

„სამართლიანი თამაში ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინისიუსმა პროვოკატორის სტატუსი მიიღო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ბრაზილიელის მიმართ ყოველთვის დიდი ყურადღებაა და თამაშის წესები ხშირად ირღვევა, რაც მოთამაშის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ეს ყველაფერი დადებით ასპექტშიც უნდა დავინახოთ.“

„ვინი ძალიან ახალგაზრდაა, ცდილობს საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს და გუნდისთვის სასარგებლო იყოს, მისი მიზანი არა პროვოკაციები, არამედ მაქსიმალურად ბევრი კარგი საქმის კეთებაა.“

„სამწუხაროდ, ბენზემა ვერც „კადისთან“ ითამაშებს. ფრანგმა ფეხბურთელმა სრულფასოვანი აღდგენითი პროცესი ვერ გაიარა და ძალიან ბევრ მატჩში დაგვაკლდა, რაც ჩემთვის არასასიამოვნო იყო.“

„კარიმი მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის რანგში მიემგზავრება. ეჭვი არ მეპარება, „9“-იანი უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას შეძლებს, მას წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, რომ სეზონის მეორე ნახევარში კლუბისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს.“

„სეზონის პირველი ნაწილი ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ბოლო მატჩებში სერიოზულად მოვიკოჭლებდით, რამაც ლა ლიგაში ლიდერის სტატუსი დაგვაკარგინა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე, „ლაიფციგთან“ წაგება სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თუმცა ამ მარცხს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჯგუფში არსებულ სიტუაციაზე.“

„თვენახევრის განმავლობაში 3 დღეში ერთხელ ვთამაშობდით, რაც არნახულ ძალისხმევას მოითხოვს. თუნდაც „რაიო ვალეკანოს“ გაცილებით დიდი დრო აქვს ენერგიის აღსადგენად და მოსამზადებლად, შესაბამისად წინა მატჩში ამ გუნდის ფეხბურთელების ინტენსივობა გაცილებით მაღალი იყო.“

„სეზონის მეორე ნაწილში როტაციას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, სწორედ ამიტომ ყუველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.“

„მჯერა ჩემი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის და ზუსტად ვიცი, რა შეუძლიათ მას. აუცილებლად უნდა გამოვყო მარკო ასენსიოს ბოლოდროინდელი საოცარი გამოსვლა, ის გუნდში ფაქტობრივად საუკეთესო იყო და მძიმე დროს ყველაზე ნათელ წერტილად ითვლებოდა.“

„ჩუამენის ადაპტაციას ვაკვირდები და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ფრანგი შესანიშნავად ერწმება ტონი კროოსს და ასევე სწავლობს თამაშს მის გარეშე, ორელიანის სახით დიდი პროფესიონალი დავიმატეთ, მე მისი იმედი მაქვს.“

„კროოსის მომავალი? გერმანელის მადრიდში დარჩენაზე ყველა ვოცნებობთ, მაგრამ თუ მას წასვლა უნდა ვერავინ გააჩერებს. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო თვეებში.“

„მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტი არ არსებობს, მე ვთვლი, რომ გამარჯვების შანსი არაერთ ნაკრებს აქვს, დანარჩენს კი ყველა ერთად ვიხილავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2022
  • 5954
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)