გონსალოს ინტერვიუ

გონსალო იგუაინმა სეზონი გოლი დაიწყო კლუბ "ამერიკასთან" მატჩში. არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან გახარებული იყო. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა Realmadrid.Com-ის ჟურნალისტებს...


პირველივე მატჩში გოლის გატანა მოახერხეთ...

დიახ, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელი მეტოქის კარის აღება. მე განვაგრძობ გოლების გატანასა და პროგრესირებას, ჩვენ ყველანი ერთად მივყვებით მოურინიოს ტაქტიკას და ბოლომდე ვენდობით მას. ახალწვეულები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეეწყონ გუნდს. როდესაც ძირითადში მოვხვდები, მაქსიმალურად ვეცდები გოლების გატანას.

კმაყოფილი ხართ მოურინიოს მუშაობით?

იგი იდეალური დამრიგებელია და მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მას ახასიათებს სიმკაცრე, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ ურთულესი სეზონის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ აუცილებლად მოვიგებთ ტიტულებს, რადგან ძალიან დიდი მოტივაცია და გამარჯვების სურვილი.

რას ფიქრობენ სხვა ფეხბურთელები ჟოზეზე?

მოურინიო მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია და ამ აზრს ყველა ეთანხმება, რად ღირს უბრალოდ მისი ტიტულების ჩამოთვლა, პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა და დარწმუნებული ვარ იგი გამარჯვებებეს მადრიდის რეალთან ერთადაც მოახერხებს.

მომავალი სეზონისთვის მეტის გატანას აპირებთ?

რა თქმა უნდა. წინა სეზონში მე შესანიშნავად ვითამაშე და უამრავი გოლის გატანა შევძელი, მაგრამ საკუთარი შედეგით არასდროს ვარ კმაყოფილი და გაუმჯობესება მსურს, აუცილებლად ვეცდებით მეტის გატანას და გუნდისთვის დახმარების გაწევას, მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ სამეფო კლუბის წარმატებისთვის.

გუნდს რა მიზნები აქვს?

"ბლანკოსის" მიზანია სამი ტიტულის მოგება, რომელიც თითოეულ ინჩასს ძალიან დიდ სიხარულს მოგვრის, ჩვენ გვსურს ძველი დიდების დაბრუნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება?

ეს განსაკუთრებული გრძნობაა, რომელიც ჯერჯერობით არ განმიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოურინიოსთან ერთად ყველაფერს მივაღწევ. სამეფო კლუბი 9-ჯერ არის ლიგის თასის მფლობელი და ჩვენ ვეცდებით მეათედაც მოვახერხოთ ეს.

რას ეტყოდით გულშემატკივრებს სეზონის დაწყების წინ?

მე მათ მხოლოდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ვთხოვ, რადგან მათი მხარდაჭერა გუნდს ძალიან ეხმარება, ჩვენ სეზონის ბოლოს მათთან ერთად ვიზეიმებთ ტიტულებს. dle 10.1

  • Hala
  • 6 აგვისტო 2010
  • 1552
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (35)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)