ანჩელოტი:„ძალიან ვწუხვარ, რომ ლა ლიგაში ლიდერობა დავკარგეთ“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„თითქმით ყველა კომპონეტში მოვიკოჭლებდით. შეტევების დაგვირგვინების მხრივ ხარვეზები იყო, ბურთის კონტროლი გვიჭირდა, ფეხბურთელებს არაერთი შეცდომა ჰქონდათ და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ყველაფრის ერთობლიობამ წაგება განაპირობა.“

„არ ვფიქრობ, რომ „რაიოსთან“ წაგება მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. მოთამშეები კონცენტრირებულები არიან, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმილია. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ლა ლიგაში ლიდერობა დავკარგეთ, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია და ზუსტად ვიცი, რომ გარდატეხის შეტანას შევძლებთ.“

„ვინისიუსს პრობლემები ჰქონდა, ისევე როგორც როდრიგოს, მათზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ საერთო ჯამში ვერაფერი გავაწყვეთ.“

„„ლივერპული“? ეს იქნება სანახაობრივი დაპირისპირებები, როგორც ინგლისში, ასევე ესპანეთში. ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ.“

„სეზონი ძალიან მაღალ დონეზე დავიწყეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მატჩებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვდგავართ, რაც დაფიქრების საფუძველია.“

„წაგების მიზეზი? ამაზე უკვე ვისაუბრე, ჩვენ ვერ ვითამაშეთ მაღალი დონის ფეხბურთი, სწორედ ეს არის მიზეზი და არა სხვა კომპონენტები, მათ შორის ყატარის მუნდიალი.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 ნოემბერი 2022
  • 4756
  • 5

1

8 ნოემბერი 2022 10:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 56
კარლო, მოდი იდნხუი რა
მაღალი დონის ფეხბურთი კი არა ფეხბურთი საერთოდ არ გითამაშიათ გუშინ

2

8 ნოემბერი 2022 10:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
კარლო შენ უკვე ამოწურე საკუთარი თავი.მადლობა,შეგიძლია ჩემოდანი ჩაალაგო.

3

8 ნოემბერი 2022 10:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ციტატა: zizu2020
კარლო შენ უკვე ამოწურე საკუთარი თავი.მადლობა,შეგიძლია ჩემოდანი ჩაალაგო.

ერთი წაგების გამო? გამორიცხულია კარლოს გაშვება ამ ეტაპზე ხომ იცით, მინიმუმ ამ სეზონს ანდობენ და კიდევ ერთსაც ალბათ. ტრანსფერები სჭირდება გუნდს შარშან მაქსიმუმი გამოწურა გადაბერებული შემადგენლობიდან და წელს კიდევ უფრო რთული იქნება იგივე დონეზე თამაში.

4

8 ნოემბერი 2022 13:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ლაიფციგთან წაგება ჩავარდნას დავაბრალე და რეალის არ მონდომებას, მაგრამ ჟირონასთან 1-1-მა დამარწმუნა რომ გუნდში პრობლემებია, თანაც სერიოზული, ის რომ კროოსი თავის თავს არ ჰგავდა წითელზეც აისახა(მსაჯი ცალკეული საკითხია ვაბშე არ შევეხები ამ თემას). უნდა ავღნიშნო მოდრიჩის თამაში ჟირონასთან, ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი და რა ვიხილეთ გუშინ ანალოგიური ვალეკანოსთანაც... მოდრიჩს რაღა დაემართა, კაი შეიძლება ახალგაზრდებს გამოუცდელობა მიაწერო, მაგრამ მოდრიჩი? სელტიკის გამოკლებით ბოლო 3 მატჩში არავინ მომწონებია. წყალივით აკლია გუნდს ბენზემა და როგორი ფორმით დაბრუნდება კიდევ ისიც საკითხავია, გუნდი იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, აი ვალვერდე ან ასენსიო დაარტყამს და გაათანაბრებსო - ტეხავს! მადრიდის რეალი გქვია ბოლო-ბოლო... ეს ანჩელოტი ასეთ მომენტებში რატო არ იყენებს აზარს, უპატივცემულობაა! ან ყველამ იცის რომ არაფრის მაქნისია და მაშინ რატო აჩერებენ - გაუშვან, მენდი დაცვაში ძალიან სუსტად მომეჩვენა, როდრიგოს რა ვინიციუსი ეტაკა რატო უხეშობდა, ნერვები უნდა დაიკონ ამ ახალგაზრდებმა, რაც შეეხება ვინიციუსს ძალიან ბევრს ბედავს ბევრჯერ გადაურჩა გაწითლებას და კარლომ უნდა დასაჯოს აუცილებლად, სანამ სადმე ეს სხვაგვარად არ აისახა, ფეხბურთი ითამაშე რა გახიპიშებს...

ჩუამენი საერთოდ არ ჩანდა, კამავინგამ უფრო ითამაშა თავისი თამაში... ან რუდიგერს რატო არ ენდობა ეს კარლო ვერ გამიგია, ასე თუ გააგრძელეს ლივერპული დასჯის რეალს.

5

8 ნოემბერი 2022 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ კარლო ჩააგდებს ამ სეზონს და გაუშვებენ გუნდიდან მადლობით.სანამ ზიდანს დანიშნავდნენ,ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო მაშინაც.

ნეტა ისევ ზიდანი დააბრუნონ???

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)