ანჩელოტი:„პიკემ დიდი ეპოქა შექმნა, მას პატივს ვცემთ“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„რაიო“ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია. ეს კოლექტივი საშინაო არენაზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს. ვთვლი, რომ დიდი გამოწვევის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ საბოლოო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი გამარჯვებაა საჭირო.“

„ასენსიო უნივერსალია, მას რამდენიმე პოზიცია შეუძლია თამაში. შესანიშნავი დარტყმა და პასის უნარი ესპანელს ძალიან ეხმარება და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა.“

„მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა ვარჯიშებზე კარგად იტვირთება, ხვალ არ იასპარეზებს, რადგან შეგრძნებები საუკეთესო ჯერ-ჯერობით არ არის.“

„როდრიგო გოეში ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ მომავალში მას შუა ხაზში უფრო გამოვიყენებთ, ვიდრე გარემარბად. მისი სისწრაფე, ტექნიკური მახასიათებლები და კარში დარტყმა გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ საუკეთესო გოლეადორი გახდება.“

„ბენზემა „კადისთან“ ხელმისაწვდომი იქნება.“

„აზარი მეტ წუთს იმსახურებს, რადგან გაცილებით ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება ურჩევნია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში კონკურენცია ძალიან დიდია.“

„პიკეს კარიერის დასასრული? ერთადერთი რამ, რასაც „ბარსელონას“ ფეხბურთელზე ვიტყვი ის არის, რომ უდიდესი ეპოქა შექმნა. მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.“

„თუ იანვარში ვინმე წასვლას ითხოვს, მას აუცილელად მოვუსმენთ. შენაძენები? იანვარში ტრანსფერები არ იქნება.“

„ბენზემას თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.“

„როდრიგოს და რონალდო ნაზარიოს შედარება ალბათ არ შეიძლება. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ ლეგენდის დონემდე მივიდეს.“

„იკერ ბრავოს და ალვარო როდრიგესს დიდი პროგრესი აქვთ, მათზე ბევრს ვფიქრობთ და გვჯერა, რომ მალე მთავარი გუნდის წევრები გახდებიან.“

„„მილანი“, „ინტერი“, „პსჟ“, „ლივერპული“ და სხვები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ. „რეალს“ მხოლოდ 1/8 ფინალი ვერ დააკმაყოფილებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 ნოემბერი 2022
  • 2774
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)